იტალიური “ნაპოლის” ალბანელმა მცველმა, ელსეიდ ჰისაიმ, ლორენცო ინსინიეს მსგავსად, “სასუოლოს” თამაში “ბარსელონას” სათამაშო სტილს შეადარა.
“ბარსელონა” იმ ფეხბურთს თამაშობს, რასაც “სასუოლო”, თუმცა ხარისხი თვალსაჩინოა. ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელებთან შეხვედრაში დეტალებში სიფრთხილე გვმართებს.” – ჰისაის სიტყვებს DAZN ციტირებს.
“ბარსელონასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება.



ესე იგი ესენი ლიგაზე მეოთხედფინალამდე არ მისულან არასდროს.. გატუზო იძახის პირველად უნდა გავიდეთ-ო. კარგად არ მახსოვს მე მგონი 1978 ან 79 წლებში თბილისის დინამომ გააგდო უეფას ლიგიდან და კიდევ ერთხელ 1982-ში თუ 1983-ში, მეორედაც გავაგდეთ. მანამდე ინტერი გავაგდეთ ანგარიშები კი სულ 1-0, 2-1, 1-1. იტალიურები იყო.ეეჰ ჩივაძე რო ცენტრში იდგა კაცი ვერ გაივლიდა, ტყუილად კი არ ეძახდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში "პროფესორს"
ეს საიდან გამოხტა.
გატუზო მავთულხლართს გაავლებს და საჯარიმოს დანაღმავს, კარებს ამოაშენებს და წინ ავტობუსს დააყენებს, მერე კონტრაზე ითამაშებს და თავის შანსს დაელოდება.
Პირდაპირ გვითხრა, რომ ავტობუსს ჩაგვიყენებენ