workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კონტე: მესის “ინტერში” გადსმოვლაზე ჭორები სრული სიცრუეა

ანტონიო კონტე: მესის “ინტერში” გადსმოვლაზე ჭორები სრული სიცრუეა

იტალიური “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის მილანურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ურთიერთგამომრიცავ ინფორმაციებს წერტილი დაუსვა.

“მესის “ინტერში” გადმოსვლაზე ჭორები სრული სიცრუეა. ამ ცრუ სიახლეებს ნუ ენდობით. ის ჩვენს გუნდში არ გადმოდის. ამის წარმოდგენა საფეხბურთო ფანტაზიაშიც კი შეუძლებელია”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Tribuna.

“ბლაუგრანას” კაპიტნის “ინტერში” გადასვლაზე ჭორებს დასაბამი მას შემდეგ დაედო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ფეხბურთელის მამა მილანში “ნერაძურისთან” მოლაპარაკებბეის გასამართად ჩავიდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ხორხე მესი იტალიას ფინანსური მიზეზების გამო ეწვია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward