workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ბურთის ფლობის მაჩვენებლის მიხედვით ევროპაში მეორეა

“ბარსელონა” ბურთის ფლობის მაჩვენებლის მიხედვით ევროპაში მეორეა

მიუხედავად იმისა, რომ 2019/20 წლების სეზონი “ბარსელონასთვის” არც ისე შედეგიანი გამოდგა და საკმაოდ რეალური შანსია, კლუბი უტიტულოდ დარჩეს, კატალონიელებს კარგი მაჩვენებელი ერთ სტატისტიკურ კომპონენტში მაინც აქვს. 

კიკე სეტიენის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ “ბარსას” ფეხბურთელებმა ბურთის კონტროლისთვის მეტი ყურადღების დათმობა დაიწყეს და ეს სტატისტიკაზეც აისახა. Sport-ის ცნობით, ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 62.1%-ით “ბარსელონა” მეორე ადგილზეა და ლიდერ “ბაიერნს” მხოლოდ 0.1%-ით ჩამორჩება. 

მესამე ადგილს “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” იყოფენ – ამ სეზონში ორივე გუნდი ბურთს, საშუალოდ, 61.6%-ით აკონტროლებდა.

ხუთეულში “ლიდს იუნაიტედიც” შედის. მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა ჩემფიონშიფი დამაჯერებლად მოიგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2020, 13:09

    ბურთის ფლობა კარგია მარა ეს ბარსა უაზროდ აგორავებდა ბურთს

  • me da barca
    schedule 25 ივლ 2020, 23:54

    სარაბია სუარესს როგორი მკვლელი თვალებით უყურებს.