“ბარსელონა ბ-ს” მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ, პრესასთან ინტერვიუში ფლეი-ოფის ფინალში გასვლაზე ისაუბრა, სადაც სარეზერვო გუნდი “საბადელს” დაუპირისპირდება.
“ბადახოსის” პოტენციალის შესახებ ვიცოდით, ჩვენ ეს შევისწავლეთ. აუცილებლად შევეცდებით, დავწინაურდეთ, ეს გუნდი აღზევებას იმსახურებს, ეს გამარჯვებულების გუნდია.
ბოლო შეხვედრა დაძაბული გამოდგა, პირველ ნახევარში უპირატესობა გვქონდა, თუმცა გოლი გავუშვით, შემდეგ გავათანაბრეთ და მეტოქეს სირთულეებიც შევუქმენით. ჩემი ბიჭების გამოსვლით ძალიან ვამაყობ. მოხარული ვარ, რომ მოთამაშეებმა საკუთარი ხასიათი გამოავლინეს, ფეხბურთი “ბარსა ბ-ს” მიმართ სამართლიანი იყო.” – პიმიენტას სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა ბ” ფლეი-ოფის ფინალში “საბადელს” 26 ივლისს დაუპირისპირდება.




დანიშნეთ პიმიენტა პირველი გუნდის ტრენერად ხავის მოსვლამდე
ერთადერთი კაცი ბორდში ვინც მევასება