ესპანეთის ყველა გავლენიანი ჟურნალ–გაზეთი წერს “ბარსელონას” მოახლოებულ ტრანსფერზე. როგორც ჩანს, “ლურჯ–ბროწეულისფერებს” გადაწყვეტილი აქვთ შეიძინონ “ხიხონის სპორტინგის” მარცხენა მცველი, ხოსე ანხელი და შესთავაზონ 4 წლიანი კონტრაქტი. მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაშია და სულ მალე გავიგებთ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. “ბლაუგრანა” სპორტინგს” გადაუხდის დაახლოებით 4 მილიონ ევროს და შესთავაზებს “ბარსა ბ”–ს მცველს. მცველის შეტავაზებაც გარიგების ნაწილია და ამ სიაში 3 ფეხბურთელია შესული: მარკ ბარტრა, ანდრეუ ფონტასი და მარკ მუნიესა.
ანხელი 22 წლისაა და ჯერ–ჯერობით თავისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა “ხიხონში”. მას დებიუტი პირველ გუნდში 2009 წელს ჰქონდა და იმ სეზონშივე სოლიდური დაცვითი ხაზი შექმნა “სპორტინგმა”. ხოსე ანხელი ასევე აპსარეზობს ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში.


