ლიონელ მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება არ წყდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მამა მილანში ჩავიდა, რათა “ინტერთან” მოლაპარაკებები ეწარმოებინა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ხორხე მესი იტალიას ნამდვილად ეწვია, მაგრამ სხვა მიზნით.
მილანური Gazzetta dello Sport მაინც ირწმუნება, რომ ხორხე მესის მიერ იტალიაში სახლის შერჩევა მესის ტრანსფერს უკავშირდება.
თუმცა, Sport-ის ცნობით, ლეოს გარემოცვა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ არგენტინელი “კამპ ნოუს” დატოვებას არ აპირებს.
როგორც ყოველთვის, როდესაც მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ერთი ინფორმაცია გავრცელდება, ამას ბუმი მოჰყვება ხოლმე და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ბუმიც ისევე დასრულდა, როგორც მისი წინამორბედები.
ჭორია ჭორი არსად არ მიდის მესი