“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჟერემი მატიე, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ცოტა ხნის წინ ჩამოკიდა, პორტუგალიური “სპორტინგის” ოფიციალურ მედიასთან საუბრის დროს, განვლილ კარიერას იხსენებს და კატალონიურ კლუბში თამაშის პერიოდსაც ეხება.
“ბარსელონაში” გადასვლა არ მინდოდა. “ვალენსია” პრეზიდენტის გამო დავტოვე. მეშინოდა, რადგან მეგონა, რომ “ბარსელონას” დონის ფეხბურთელი არ ვიყავი.
შემოთავაზების მიღების შემდეგ, “ვალენსიას” გავუგზავნე კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებაც მინდოდა. კლუბს ვუთხარი, რომ დავრჩებოდი, თუ ახალი კონტრაქტის პირობებს დასთანხმდებოდნენ, მაგრამ მათ უარი მითხრეს. წამოვედი, რადგან კლუბმა წელიწადში დამატებით 200 ათასი ევროს გადახდაზე უარი განმიცხადა.
“ბარსელონაში” ჩემი პირველი წელი შესანიშნავი იყო. ამბობენ, რომ საკმარისად არ ვთამაშობდი, მაგრამ მონაწილეობა თამაშების 56%-ში მივიღე და ყველა ტიტული მოვიგე.” – აცხადებს 36 წლის ფრანგი მცველი.
ჟერემი მატიე “ბარსელონაში” 2014-2017 წლებში თამაშობდა. მან მონაწილეობა 91 შეხვედრაში მიიღო, 4 გოლი გაიტანა (აქედან ერთი “კლასიკოში”, გამარჯვების მომტანი) და 9 ტიტული მოიგო.
რამოსს რა როჟა აქვს. ალბათ ფიქრობს: "შეენც ძმაო ჟერემ"
რას მოდიოდი მერე არ უნდოდა ბიჭს ტოჟე მნე ნესტა
უნივერსალი იყო, მარცხენა მცველად არ ვარგოდა მარა ბარტრას ჯობდა. პირველი წელი კარგი იყო. მერე აურია. ბოლო წელს ტილოდ იქცა რომელსაც დაათრევდა ყველა ვოსაც არ ეზარებოდა
სელტასთანაც აქვს გამარჯვების გოლი გატანილი და პირველი გოლი ალავესთან. ერთი ჯარიმაც მახსოვს კოპაზე მოკლედ ყველა საჭირო და ლამაზი გოლი გაჰქონდა მარა ის დონე მაინც არ იყო უმარილო ფეხბურთელია. მარცხნივაც შეეძლო თამაში მარა მაინც მარილი აკლდა. პირველ სეზონს არაუშავდა მეორე სეზონიც არ იყო ცუდი მარა ბოლოს ძაან გაუბერა და ენრიკე აღარც ათამაშებდა. ის არ იყო რაც ბარსას დონეს შეეფერება მოკლედ