Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბარსელონა” კიდევ ერთი უცნაური ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბლაუგრანა” “ბილბაოს” 30 წლის მარცხენა მცველის, იური ბერჩიჩეს ტრანსფერით დაინტერესდა.
ივარაუდება, რომ ბერჩიჩე ჟუნიორ ფირპოს შემცვლელად განიხილება. 23 წლის ფეხბურთელს ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას უწინასწარმეტყველებენ, რის გამოც, ჟორდი ალბა რეზერვისტის გარეშე რჩება. თუმცა, კიკე სეტიენს შეუძლია ფირპოს მსგავსად მუდმივად სკამზე ხუან მირანდა, ან “ბარსა ბ-ში” კარგად მოთამაშე სერხიო აკიემე ჰყავდეს.
იური ბერჩიჩეს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა და Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბილბაო” ტრანფერზე მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს.
30 magari evaseba bartomeos
ხოდა როგორც დაადგა ისე აადგას
ისე მიდის საქმე, რაულ გარსიათიც დაინტერესდებიან 😞 ადურისმა სად მოასწრო კარიერის დასრულება 😂
ბარსელონამ" თვალი 30 წლის მცველს დაადგა
დაგა..ით მამ თვალებზე ზედ
გამოსასყიდი თუ 100 ია მაშინ გვიყიდია და ეგაა. გადავიხადოთ გამოსასყიდი. ბართომეუა პრეზიდენტი ბოლოს დაბოლოს
ხო აბა არ შეცდნენ და ახალგაზრდა არ მოიყვანონ არა რა სანამ ეს ხელმძღვანელობა გვყავს არაფერი გვეშველება