workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარსია პიმიენტა: ანსუ ფატისა და რიკი პუჩის იმედი არ მაქვს

გარსია პიმიენტა: ანსუ ფატისა და რიკი პუჩის იმედი არ მაქვს

“ბარსელონა ბ-ს” მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა აცხადებს, რომ სეგუნდა დიზივიოში გადასასვლელი ფინალური მატჩისთვის მას კლუბის ამომავალი ვარსკვლავების, ანსუ ფატისა და რიკი პუჩის ყოლის იმედი არ აქვს.

“ბარსა ბ-მ”, ფლეი ოფის 1/4-ფინალში, “ვალიადოლიდი ბ” დაამარცხა, გუშინ კი, 1/2-ფინალში, “ბადახოსს” სძლია.

პირველ მატჩში, გარსია პიმიენტას განკარგულებაში არც რონალდ არაუხო იყო, არც რიკი პუჩი და არც ანსუ ფატი. ამის მიზეზი ისაა, რომ ის დღეს “ბლაუგრანას” პირველი გუნდი თამაშობდა და ეს სამეული კიკე სეტიენმა გამოიძახა. გუშინ, სარეზერვო გუნდში თამაშის (და საკმაოდ კარგად) საშუალება რონალდ არაუხოს მიეცა, მაგრამ სეტიენმა ფატი და პუჩი პიმიენტასთან მაინც არ გაუშვა. როგორც ჩანს, იგივე მოხდება კვირას გასამართ ფინალშიც.

“ფინალური მატჩისთვის ანსუსა და რიკის ჩვენთან ყოფნის იმედი არ მაქვს. პირველი გუნდიდან მათ შვებულება მისცეს და არა მგონია, ისინი ჩვენ ბოლო შეხვედრაში დაგვეხმარონ.” – განაცხადა პიმიენტამ გუშინდელი თამაშის შემდეგ.

კვირას გასამართი თამაში, “ბარსელონასთვის”, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ “ბარსა ბ-მ” აღზევება მოახერხა, მომდევნო სეზონიდან, უფრო მაღალ დონეზე თამაში მოუწევს და შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ბევრად სწრაფად განვითარდებიან. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაწინაურების შემთხვევაში, “ბარსა ბ” 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც, პანდემიის გათავალისწინებით, საკმაოდ სოლიდური თანხაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Ronaldinho.
    schedule 24 ივლ 2020, 13:16
    #3

    აბა ბიჭო რა პონტია გუშვან ეს ორი ძღინკიანი რომელი ეხა გადაიტბირთეს და 30 წლისები ესენი არისნ რო არ უშვებენ.ძაან ნევრები მეშლება და იმედია გადავლენ თორე სეტიენის და ბართომეუს კისერზე იქნება მაგათ ოჯახებს რო შევე………

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: CHEPE
    ღმერთმაც ქნას აღარც განაცთხოვრება მოგვიწევს ვინმესმი სეგუნდა დივიზიონის რომელიმე გუნდში… 2 რომ მოიგებ ფინალურის წაგების უფლება არ გაქვს ამიტომ მწამს რომ აღზევდებიან სეგუნდაში👌👌👌 დელაფუენტეს დაწინაურება დაეტყო ბარსა ბ

    დე ლა ფუენტე ძალიან მაგარია. ფატიზე არაფრით ნაკლები. ბრაიტვაიტის ყიდვას დაეწინაურებინათ იანარში, ან პერესი როგორ გაყიდეს. ფუენტე-მორიბას დუეტს ველოდები მაგრად პირველ გუნდში. ერთი იმენა სანჩოა მეორე პოგბა. ეგ ბიჭები გაზარდონ და საერთოდ აღარ დაგვჭირდება 100-100 მილიონის გადახდა ნახევარმცველში ან ვინგერში. აი თუ ბარსა ბ ვერ დაწინაურდა ჩათვალეთ რო სეტიენის ბრალია. ვერაფერს მოიგებს და ბარსა ბ-საც საქმეს გაუფუჭებს. რა შვებულება უნდოდათ პუჩს რომელმაც ბოლო 5 იგრა ითამაშა ან ფატის რომელიც 3 თამაშში 1-ს თამაშობდა. მოეცადათ და დახმარებოდნენ ბარსა ბ-ეს 3 თამაშში და მერე წასულიყვნენ შვებულებაში. რატომღაც მგონია ისევ ბართომეუს ბინძური თემაა, არ უნდა ბარსა ბ-ეს დაწინაურება. თორე როგორ უნდა დაუშვა ესეთი რამე, პროსტა უაზრობაა. აგერ რეალმა როდრიგოები და მთელი კამანდა მიაშველა ბოლოს კასტილიას მარა არაფერი გამოუვიდათ. ესენი კიდე სპერიალურად ასუსტებენ გუნდს. და ყველაზე გულისამრევი ისაა რო ადგილობრივ ფანებს რომლებსაც ბართომეუს ქვებით ჩაქოლვა, პროტესტი და ყველაფერი შეუძლიათ ჩმორებივით ზიან სახლში და ხმას არ იღებენ. ეგენი ღირსები არიან ესპანიოლზე უკეთEსი გუნდი არ ყავდეთ.

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2020, 11:53
    #2

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივლ 2020, 11:14
    #1

    ციტატა: MALUMA
    ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის ფინალია

    მან. სიტი VS ბაიერნი

    ეგ ფინალი ვერ შედგება ბაიერნი თუ გაგვცდა ჩვენ და სიტი იუვეს ნახევარ ფინალში ერთმანეთს დაეჯახებიან