workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ვალდესისა და ესპანეთის ნაკრების უცნაური “საგა”

ვიქტორ ვალდესისა და ესპანეთის ნაკრების უცნაური “საგა”

ვიქტორ ვალდესისა და ესპანეთის ნაკრების უცნაური "საგა"

ვიქტორ ვალდესი არის “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მეკარე, რომელსაც ესპანეთის ლა ლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული, ესპანეთის სუპერთასი-სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა -ორჯერ, ხოლო ესპანეთის სამეფო თასი -ერთხელ. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ვალდესი ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ გახდა ზამორას პრიზის მფლობელი, რომელსაც ესპანეთის საუკეთესო მეკარეებს გადასცემენ, ბოლო ორი წელია მას საუკეთესო მეკარედ ასახელებენ ლა ლიგაში.
მართალია, მისი ნახტომები არც  ისე შთამ,ბეჭდავია, თუმცა ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში თავდამსხმელთან ერთი-ერთზე თამაშის დროს. მისი ბოლო ორი წლის სტაბილური და სარეკორდო სეზონები კვლავ დამატებითი არგუმენტია იმისა, თუ რატომ უნდა გამოიძახონ ვიქტორი ნაკრებში.

წლევანდელი სტატისტიკა ცხადყოფს:
 მან 2009-10 წლების სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა 38 მატჩში, ხოლო იგივე რაოდენობის თამაშებში კასილიასმა 34 გოლი, რასაც ვალდესის შედეგი 13 გოლით უსწრებს. რაც შეეხება პეპე რეინას,  პრემიერლიგაში ჩატარებული 38 მატჩის დროს 32-ჯერ შეარხიეს მისი კარის ბადე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა. თუ ზემოთხსენებული ორი მეკარის შემთხვევაშ ლოგიკა  არსებობს (ესპანეთში უფრო დიდი ხნის პოპულარობა აქვთ და მეტი გამოცდილება ასაკის გამო) იმისა, რომ ისინი ვიქტორ ვალდესს ამჯობინეს, დიეგო ლოპესის შემთხვევა სრულიად გაუგებარი და ამოუცნობია, მან ხომ 57 გოლი გაუშვა ჩატარებული 38 მატჩიდან!
ამის განსჯა თქვენთვის მომინდია, თუ რატომ არა ვალდესი.

და მაინც ისმის კითხვა, რატომ არ არის ესპანეთის საუკეთესო გუნდის მეკარე, მინიმუმ ესპანეთის ნაკრების სათადარიგო სკამზე ჯდომის ღირსი?
მითუმეტეს, როცა მისმა გუნდმა მისი უმაღლესი კლასის დამსახურებით ბოლო ორ სეზონში 7 ტიტულის მოგება შეძლო და ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა მთელ ლა ლიგაში.
მართლაც რომ უცნაური ამბავია, ამ ფაქტს იდუმალს ხდის ისიც, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვალდესზე დასმულ შეკითხვას წარბშეუხრელად უპასუხა: “შესაძლებელია ის იმსახურებს კიდეც ეპანეთის ნაკრებში თამაშს, თუმცა ჯერ არ ვიცი გამოვიძახებ თუ არა ძირითად გუნდში”


P.S.ბოლო ორი წელია ინგლისურ საფეხბურთო ინტერნეტ საიტებზე ძალიან ხშირად შეხვდებოდით გულშემატკივართა ცალსახა, და ხშირად ირონიულ მოთხოვნებს, ვიქტორ ვალდესის ინგლისის ნაკრებში გამოძახების შესახებ, რაც, ალბათ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

წყარო: allaboutfcbarcelona.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward