ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდო: ”მომავალ წელს ჩემპიონატს მოვიგებთ”

რონალდო: ”მომავალ წელს ჩემპიონატს მოვიგებთ”

მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი, კრიშტიანო რონალდო პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურის მატჩის შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყო, გვამცნობს მადრიდული as.

პორტუგალიელმა ამ მატჩში მე-40 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, რითაც სარას და უგო სანჩესის რეკორდი დაამხო.

”ძალიან ბედნიერი ვარ რეკორდის დამყარების გამო. ზოგიერთებისთვის 40 გოლი გავიტანე, ხოლო სხვებისთვის 41. ამ მიღწევისთვის მადლობა უნდა გადავუხადო თანაგუნდელებს და ჟოზე მოურინიოს. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მათ და გულშემატკივრებს ეკუთვნით. მე მქონდა ეს მიზანი, მაგრამ ეს არ იყო აჩემებული იდეა. თავს ბოლომდე კმაყოფილად არ ვთვლი, რადგან პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში პრიმერას მოვიგებთ” – განაცხადა რონალდომ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში