workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გადანაწილებული საგზურები

გადანაწილებული საგზურები

 

გუშინ 21 მაისს ესპანეთის “პრიმერა დივიზიონის” ბოლო, 38–ე ტურის მატჩები გაიმართა. მართალია 38–ე ტურს ჩემპიონის ვინაობის შეცვლა აღარ შეეძლო, თუმცა გამოსარკვევი ჯერ კიდევ იყო რაღაც–რაღაცები. მაგალითად ის თუ ვინ მოიპოვებდა “ევროპა ლიგისა” და “სეგუნდა დივიზიონის” საგზურებს…

 

“ევროპა ლიგის” საგზურისთვის სულ 3 გუნდი, “სევილია”, “ატლეტიკ ბილბაო” და “ატლეტიკო მადრიდი” იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოდხსენებულმა გუნდებმა ქულების ერთნაირი რაოდენობა, 58–58 ქულა დააგროვეს, საბოლოოდ შემდეგი სეზონიდან ევრო ტურნირის დალაშქვრისთვის მხოლოდ “სევილია” და “ატლეტიკ” ბილბაო იბრძოლებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 38–ე ტური სამივე გუნდმა 3 ქულის მოპოვებით დაასრულა.

 

გრეგორიო მანსანოს “სევილიამ” ბოლო ტურში მერვე ადგილზე მყოფი “ესპანიოლი” დაამარცხა და მეხუთე ადგილზეც ღირსეულად გავიდა. მეექვსე ადგილოსანმა ბასკურმა გუნდმა კი გასვლით შეხვედრაში, სანტანდერის “რასინგი” ანგარიშით, 1:2 დაამარცხა. მართალია “რასინგს” ამ შეხვედრამდე, და ამ შეხვედრის შემდაგაც, 46 ქულა ჰქონდა, თუმცა მათ ბოლო სამეულში მოქცევისა და “სეგუნდა დივიზიონის” საგზურის მოპოვების შანსი მაინც დაეკარგათ. “რასინგი” “პრიმერაში” დარჩა. მადრიდულმა “ატლეტიკომ” კი “ევროპა ლიგის” საგზურს კინაღამ (რომელიც არ ითვლება) “მალიორკა” შესწირა. აგეროს ჰეტ–ტრიკისა და ხუანფრანის მეთვრამეტე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მათ გასვლით შეხვედრაში კუნძულელები ანგარიშით 3:4 დაამარცხეს. მალიორკელები კი მხოლოდ და მხოლოდ “დეპორტივო ლა კორუნიასა” და მესამე ადგილოსან “ვალენსიას” უნდა უმადლოდნენ იმას, რომ ისინი “პრიმერას” მიღმა არ დარჩნენ.

 

“პრიმერას” მიღმა არ დარჩნენ, რადგანაც ზემოდხსენებული “დეპორტივო” ბოლო ტურში “რიასორზე”, ვალენსიელ ფეხბურთელებთან დამარცხდა და “სეგუნდაშიც” მინიმუმ ერთი წლით დაბანაკდნენ. “დეპორთან” ერთად კი მომავალი სეზონიდან “ბარსა ბ”–სთან შერკინება “ერკულესსა” და “ალმერიას” მოუწევთ, რომლებიც უკვე კარგად იყვნენ შეგუებულნი იმ ფაქტს, რომ მათ შერკინება “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” ნაცვლად, “ბარსა ბ”–სთან და “ვილიარეალ ბ”–სთან მოუწევთ.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიის “ბარსელონა”, “რეალ მადრიდი” და “ვალენსია” “ჩემპიონთა ლიგაზე” ასპარეზობას ზედმეტი მატჩების გარეშეც მოახერხებენ, ხოლო “ვილიარეალს” ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად პლეი–ოფის დაძლევა მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward