სპორტულმა პორტალმა WhoScored.com-მა ფეხბურთელების რეიტინგის მიხედვით 2019/20 წლების სეზონის ლა ლიგის სიმბოლური გუნდი შეადგინა. გასაკვირი არაა, რომ თერთმეტეულში ჩემპიონი “რეალის” შემადგენლობიდან ოთხი მოთამაშე მოხვდა, “ბარსელონადან” კი, ლიონელ მესის გარდა, მხოლოდ ჟერარ პიკე.
მესიმ, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება – 8.71 ქულა დაიმსახურა.
სიმბოლური გუნდის მეკარე “ლევანტეს” კარის დარაჯი აიტორ ფერნანდესია, მცველები კი, ჟერარ პიკესთან ერთად, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი და სერხიო რეგილონი არიან, რომელმაც ეს სეზონი იჯარით “სევილიაში” გაატარა.
“რეალის” კიდევ ერთ წარმომადგენელ კაზემიროსთან ერთად მოედნის ცენტრში “სოსიედადის” ნახევარმცველი მიკელ მერინოა, მათ გვერდით კი, ფლანგებზე, ლიონელ მესი და საულ ნიგესი.
შემადგენლობას ორი ცენტრფორვარდი ჰყავს: ქარიმ ბენზემა და ჟერარ მორენო.
კაზემირო ჩემი აზრით საუკეთესო იყო მთლიანად ლალიგაში წელს.
ძაან დონე ბიჭი ყავთ თეთრ ვირთხებს.
პიკეს კიდე არ ეკუთვნოდა.
ოკამპოსიც ახსენეს ეგეც კაიიყო და სხვათაშორის ვალენსიაში რო ბიჭია გედეში მგონი დამავიწყდა გვარი მაგანაც მაგრა იარა წელს,მგონი ოსასუნას შეუგდო ძალიან მაგარი ალბათ ლალიგის წლის გოლი
და მესი ის ოლვეის ნამბერ ვან)))
ოკამპოსმა ვერ მიიღო საულზე მეტი შეფასება? ყველა თამაშში საუკეთესო იყო. ტურნირზეც ერთ ერთი საუკეთესო იყო ტიპი
მე რამდენადაც ვხვდები ეს ყოველი თამაშიდან არის საშუალო გამოყვანილი და შემდეგ ვისაც უფრო მაღალი ქონდა ის მოხვდა ავტომატურად. ჩემი აზრით სისულელეა რომ ფერნანდესი, მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი მეკარეა, შეადარო ნებისმიერი პირველი სამეული გუნდის დარაჯს. თუმცა ბარსა რეალი და ატლეტიკო ისეთი კლასის გუნდებია ნაკლებად უწევთ მეკარეებს "ლიჩნად" თამაშის გადარჩენა. სამწუხაროდ, შტეგენს უფრო მეტჯერ მოუწია ჩვენთან ვიდრე ან ობლაკს ან კურტუას თავიანთ გუდნებში, მაფრამ რას ვიზავთ, ეს სეზონი არ იყო ლამაზი. ჯამში შტეგენის გადარჩენილი თამაშები მაინც არ შეედრება ფერნანდესისას სადაც, რავიცი, ლევანტეს 49 ქულიდან 20 პერსონალურად ამ კაცის მხრებზეა. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს თითოეული მატჩის რეიტინგზე, თორემ, შესაძლებლობებით რომ შეაფასო არც ეს კაცი არ იქნებოდა ამ ნაკრებში, ისევე როგორც რონალდუს არ ექნებოდა არცერთი ოქროს ბურთი.
მეტი პატივისცემა გამოიჩინე კლუბის ფეხბურთელების მიმართ🙂
დავიჯერო აიტორ ფერნანდესზე მეტად შტეგენმა არ დაიმსახურა სიმბოლური ან კურტუამ ან ობლაკმა? რომელმა გაუშვა აიტორზე მეტი გოლი
პიკემ გაასხას ლანგლე წელს ბევრად უკეთესი იყო და საერთოდ წავიდა პიკეს დრო კარიერა დაამთავროს და თავის ბიზნესებს მიხედოს