workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანი “ნაპოლისთან“ შეხვედრამდე დაბრუნდება

გრიზმანი “ნაპოლისთან“ შეხვედრამდე დაბრუნდება

Onda Cero-ს ცნობით, ანტუან გრიზმანი “ნაპოლისთან” შეხვედრამდე დაბრუნდება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს “კამპ ნოუზე” გაიმართება.

29 წლის ფრანგმა ოთხთავა კუნთი “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში დაიზიანა და მოედნის დატოვება პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოუწია.

მისი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და ანტუანი სათამაშო მოედანზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს უკვე დაუბრუნდა.

“ბარსას” 17 ნომრის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. ნეაპოლელებთან თამაშამდე კი “ბარსელონამ” ფეხბურთელები 1-კვირიან შვებულებაში გაუშვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 20 ივლ 2020, 22:13

    ძალიან კარგი სერიოზულად დაგვაკლდება გრიზმო ნაპოლისთან