workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი VS ბენზემა: ლა ლიგის ბოლო ტური, ვინ მოიგებს “პიჩიჩის”

მესი VS ბენზემა: ლა ლიგის ბოლო ტური, ვინ მოიგებს “პიჩიჩის”

ლა ლიგის 2019/2020 სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ვინაიდან ჩემპიონის ვინაობა ცნობილია, ბოლო ტურში “პიჩიჩის” მფლობელიც გაირკვევა. 

ჯილდოს მოგების რეალური პრეტენდენტები ლიონელ მესი და ქარიმ ბენზემაა, მესის მოგების შემთხვევაში კი ჯილდოს ახალი მფლობელი არ ეყოლება, რადგან ლეო მოქმედი და 6 გზის გამარჯვებულია. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესის აქტივში 23 გოლია, ფრანგმა კი თავი 21-ჯერ გამოიჩინა. 

ყველაზე ახლოს არგენტინელთან და ფრანგთან “ვილიარეალის” შემტევი ჟერარდ მორენო (16 გოლი), რაულ გარსია (“ბილბაო”) 15 გოლით და ლუის სუარესია ასევე 15 გოლით (“ბარსელონა). თუმცა ეს ფეხბურთელები ჯილდოს მოგების პრეტენდენტები აღარ არიან.

ლიონელ მესიმ 23 გოლის გატანა 32 შეხვედრაში მოახერხა, ბენზემას კი 21 გოლის გასატანად 36 შეხვედრა დასჭირდა.

მესის იდეალური შანსი აქვს ტელმო სარას რეკორდი მოხსნას (მე-7 “პიჩიჩის” მოგებით)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2020, 15:02
    #5

    ამ უპატრონოს ხელზე რა ჭირს მოურჩენელი

  • Ronaldinho.
    schedule 19 ივლ 2020, 17:13
    #4

    ციტატა: Iniesta_8
    ბენზემა 3 გოლის გამტანი არაა, ასე რომ მესის პიჩიჩი განაღდებული აქვს


    ეგრეც ნუ იტყვი,თუ მოინდომა და მოინდომეს გუნდელებმა გაატანინებენ,პლიუს პენლები))) მსაჯები 1-2 პენალს მოუძებნიან.
    მესის რაც შეეხება ერთ 2 გოლს ველოდები მაგისგან მომენატრა მაგის გოლები.
    საბოლოო რეზუმე კი მესი 25 გოლით,ბენზემა 22 გოლით და ესე მორჩება კინო))

  • Anssumane
    schedule 19 ივლ 2020, 16:17
    #3

    ახალს არა ძველ მფლობელს ელის ოღონდ ამ წელში

    წარმოიდგინეთ ლეომ რო ვერ გაიტანოს რამოხდება მთელი მადრიდი მსაჯებიანად ბენზემაზე იმუშავებს

    წინაზე თუ დუბლი გაიფორმა ეხლა რა შეუშლის ხელს თუ ლეომ ვერ შეაგდო მითუმეტეს მარა მაგის და მადრიდისტების აგერ უკვე რამოდენიმე წლიან ოცნებას დღეს დაესმება წერტილი ლეოს ჰეთრიკის შემდეგ

  • Iniesta_8
    schedule 19 ივლ 2020, 15:39
    #2

    ბენზემა 3 გოლის გამტანი არაა, ასე რომ მესის პიჩიჩი განაღდებული აქვს

  • MARADONA1968
    schedule 19 ივლ 2020, 15:36
    #1

    მესი ბოლო თამაშზე გაიგიჟებს თავს ჰეტრიკით