workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი დაეუფლა მე–4 “ზამორას”

ვალდესი დაეუფლა მე–4 “ზამორას”

ლა ლიგის ბოლო ტურში, ვიქტორ ვალდესს მონაწილეობა არ მიუღია “მალაგას” წინააღმდეგ მატჩში, რის შემდეგაც, იგი დაეუფლა “ზამორას” რიგით მეოთხე ტიტულს. ესპანეთის მეკარეებს შორის იგი მეორე და გოლების გაშვების კოეფიციენტი ამ სეზონში აქვს 0.50. 32 მატჩში მან მხოლოდ 16 გოლი გაუშვა.

 

ვიქტორ ვალდესი არც გამგზავრებულა ბარსელონადან ისე მოიგო “ზამორას” ტიტული. იგი განაცხადს მიღმა დატოვა პეპ გვარდიოლამ და საშუალება მისცა “უემბლისთვის” მომზადებულიყო. პრიზის მოგებაში მას თავისი გუნდი დაეხმარა, რომელმაც 1:3 იმარჯვა გასვლაზე. აღსანიშნავია, რომ გუნდმაც დაამყარა რეკორდი სტუმრად გამარჯვებების თვალსაზრისით.

 

მას შესანიშნავი შედეგი აქვს, 3 “ზამორას” პრიზი ზედიზედ. 2004/05 წელს მან პირველად მოიგო ეს ტიტული, ხოლო საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა 0.71 გოლი 1 მატჩში. მეორედ, მესამედ და მეოთხედ ეს მოახერხა 2008/09, 2009/10, 2010/11 წლების სეზონებში, შესაბამისად მისი გოლის გაშვების კოეფიციენტი იყო: 0.89, 0.63 და 0.50.

 

წლევანდელი მაჩვენებელი, 0.50 არის ახალი რეკორდი. მხოლოდ “დეპორტივოს” მეკარემ, ლიანომ, შეძლო და გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი 1993/94 წლების სეზონში (0.47).ვიქტორ ვალდესი ტიტულების რაოდენობის მხრივ გაუსწორდა ისეთ მეკარეებს, როგორებიც არიან ხუან აკუნა და სანტიაგო კანიზარესი. სამივე ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას 4–4–ჯერ აქვთ მოგებული “ზამორა”. ამ თვალსაზრისით ესპანეთში ლიდერობს “ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე, ანდონი რამალეთსი, რომელმაც 5–ჯერ მოიგო ეს პრიზი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward