Mundo Deportivo-მ მიმდინარე ლა ლიგის 10 მთავარი ეპიზოდი განიხილა.
გახსნითი მატჩი
“ბარსამ” ლა ლიგა “ბილბაოსთან” წაგებით დაიწყო. უბერებელმა არიც ადურისმა ბასკებს ბოლო წუთებზე გატანილი ბრწყინვალე გოლით მოაგებინა.
სეზონის დაწყება ძალიან გაჭირდა ვალვერდესთვის, იმაზე მეტად, ვიდრე წინა სეზონი, რადგან “რომასთან” წაგების მერე თუ კიდევ შერჩა თვითრწმენა, “ლივერპულთან” თამაშის მერე, პრობლემები მასაც დაეწყო. მართალია, ფეხბურთელები ბოლომდე გვერდით ედგნენ, მაგრამ პირველივე ტურებიდან გამოჩნდა, რომ სეზონი ძალიან რთული იქნებოდა.
ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ლიონელ მესი საერთოდ არ ყოფილა, ხოლო უსმან დემბელემ, ანტუან გრიზმანთან ერთად, ვერაფერი გააწყო.
უსმან დემბელე
ვალვერდემ უსმანის გამოყენება მხოლოდ ხუთ შეხვედრაში შეძლო, ხოლო კიკე სეტიენს საერთოდ არ მიეცა ლა ლიგაში მასთან მუშაობის საშუალება.
დემბელე ერთადერთი ფეხბურთელია “ბარსელონაში”, ლიონელ მესის შემდეგ, რომელსაც დრიბლინგის ხარჯზე შეუძლია ხიფათის შექმნა. უცნაური მოსასმენია, მაგრამ ფაქტია, სუარესს სისწრაფე დაკარგული აქვს, გრიზმანის ძლიერი მხარე კი დრიბლინგი არასდროს ყოფილა.
უსმანის გამოკლებით, “ბარსა” გაცილებით მარტივად შესაჩერებელი გახდა.
“ელ კლასიკო”
პირველი “კლასიკო” 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეხვედრა გადაიდო. ამ დროს “ბარსა” “რეალს” ისედაც უსწრებდა და შანსი ჰქონდა, რომ დამაჯერებლად დაწინაურებულიყო, მით უმეტეს, რომ “რეალი” საშინელ ფორმაში იყო და “ბარსა” უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ კალენდარში ცვლილებამ ყველაფერი შეცვალა, “რეალმა” კრიზისი დაძლია და “კლასიკო” შედგა მაშინ, როცა აღარც “ბარსა” იყო სასურველ ფორმაში.
აბიდალის საოცრებები
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, აბიდალმა “ბარსა” დაასუსტა, ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ბარსამ” გუნდიდან გაუშვა კარლეს ალენია და კარლეს პერესი, რომელიც ერთადერთი გარემარბი იყო კლუბში. ეს იმით ახსნეს, რომ უსმან დემბელე ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ აბიდალს დაავიწყდა, რომ დემბელეს ნდობა არ შეიძლება, ამიტომ, როცა ისევ ტრავმა მიიღო, კლუბს გარემარბი აღარ დარჩა. (თუ 17 წლის ბავშვს არ ჩავთვლით).
სუარესის შემცვლელად, უმცირეს თანხად, ერლინგ ჰოლანდის მოყვანის შანსი იყო, მაგრამ “ბარსას” მესვეურებმა, “უნაიტედის” მესვეურების მსგავსად, ეს შანსი ხელიდან გაუშვეს და თითქმის იგივე თანხად, მარტინ ბრეითუეიტი მოიყვანეს.
ერნესტო ვალვერდე
კლუბმა ვალვერდე დატოვა მაშინ, როცა “რომასთან” სამარცხვინოდ გამოვარდნენ, დატოვეს იმიტომ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი საოცარი სტატისტიკით მოიგო. ვალვერდე დატოვეს მაშინ, როცა “ლივერპულთან” ფანებს კინაღამ გულის შეტევა დამართეს, აპატიეს სტილის შეცვლა და პრაგმატიზმი, ფილოსოფიისთვის ზურგის შექცევა, აპატიეს ყველაფერი! მაგრამ “ატლეტიკოსთან” მარცხი, რაც მეტწილად VAR-ის სინდისზეა, აღარ აპატიეს და შუა სეზონში, როცა ჩემპიონატს ლიდერობდა, როცა მისი შემცვლელი მოძებნილიც კი არ იყო, ერნესტო გადააყენეს, ეს მაშინ, როცა ფეხბურთელების უმრავლესობა მის დარჩენას ითხოვდა და პირველი დიდი კონფლიქტის საფუძველი, სწორედ ეს გახდა.
“ბერნაბეუ”
“ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე საშინელი “ელ კლასიკო” ბოლო წლებში. კატალონელებს “ბერნაბეუზე” თამაში ყოველთვის უადვილდებოდათ, რადგან “რეალი” იძულებული იყო შეეტია, ეს “ბარსას” წისქვილზე ასხამდა წყალს და ყოველთვის ბევრს იტანდა, მაგრამ როცა გყავს მწვრთნელი, რომელიც არასდროს არ უტევს, უპირატესობა აღარ არსებობს.
არადა, ვალვერდეს ბრწყინვალე ბალანსი ჰქონდა “რეალთან”. მისი ნათამაშები ფრეც კი ცუდი შედეგი იყო, არათუ წაგება.
პანდემია
პანდემიამდე “ბარსა” დაწინაურდა, მესის დამსახურებით, რომელიც მარტო იგებდა თამაშებს. ლა ლიგის ბედი რომ ისე გადაწყვეტილიყო, როგორც ლიგა 1-ის ბედი გადაწყდა, “ბარსა” ჩემპიონი იქნებოდა, მაგრამ გუნდებს კიდევ 11 შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ამისთვის კი “ბარსელონა” მზად არ აღმოჩნდა.
მიუხედავად უამრავი დროისა, კიკე სეტიენმა ვერაფერი დაალაგა.
კალენდარი
ყოველ სამ დღეში თამაში “ბარსასთვის” მეტად რთული გამოდგა, რადგან ფაქტია, რომ გუნდი გადაბერებულია. იმის მაგივრად, რომ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე ფიქრობდეს, პირიქით, 30 წლის ფეხბურთელთან გააფორმეს კონტრაქტი.
მეგოლეები
მესიმ, წინა წლებთან შედარებით, ცოტა გაიტანა. მას რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია, სუარესის დაბრუნებას პანდემიამ შეუწყო ხელი, მაგრამ 10 თამაში მაინც გაუცდა და მის ანგარიშზეც საკმაოდ მცირე რაოდენობის გოლია., დანარჩენებზე არც ღირს ლაპარაკი, “ბარსას” აღარ ჰყავს სტაბილური ტრიო, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს.
VAR-ი
VAR-ის მუშაობით ყველა უკმაყოფილო იყო “ბარსას” მხარეს და ყველა კმაყოფილი “რეალის” მხარეს.




ყველანაირად მოტ … პატრონი გუნდს გინდ გაგიკვირდეს და გინდ არა.. რასაც ეხლა გუნდი თამაშობს არის საშვალო დონე..
მთავარი მიზერი არის "ვარ"ი!
ბარსელონას პრობლემები კარგად ვიცით ყველამ. უპირველესი ასაკია რის გამოც წავაგეთ რომასტან და ლივერპულთან რომლებმაზე ზემაღალი ტემპით ითამაშეს.
ტრამვები, თამაშის სტილი, მერე მწვრთნელი
მაგრამ მთავარ სიმართლეს რატომ არ ვამბობთ ასეთი ბარსელონაც კი ჩემპიონი ხდებოდა მსაჯები რომ ყოლოდა თამაშებს. რეალი რომ არაა იდეალურ მდგომარეობაში ვერ უყურებთ? მაშინ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ.
რამდენჯერ უნდა წაგართვან ჩემპიონობა მსაჯებმა? მერე რა რომ პრობლემები აქვს ბარსას?!
ამიტომ თვალი დავხუჭოთ? ჰოდა ამიტომაც გაუდეს მსაჯობით, ადრეც უდებდნენ და კიდევ გაუდებენ თუ ამაზე არ ატყდა განგაში! რა არის ეს რა პაკაზუხობაა თვითკრიტიკულობის!
უკვე მესამედ მიართვეს რეალ თასი მსაჯებმა ბოლო ათწლეულში! მოგწონთ ? შეიდეთ მაშინ და შეგერგოთ!
მე არ მომწონს და ვილაპარაკებ ამაზე!
ვინც კულეა ასე ფიქრობს, თუ არადა გაიარე ბიძია სხვა სპორტისკენ!
პიკე უკვე მსაჯებს კი არა მეც მიშლის ნერვებს. აი 4 გაფრთხილება რო გაქვს, უმტიტი რო ტრავმირებულია, მსაჯთან რაზე ბლატაობ? უხეშ თამაშზე რო არ მოგცა ყვითელი, სხვა სიტუაციაზე რაზე ელაპარაკები, რამდენჯერ უთხრა მსაჯი წადი მომცილდიო, არ მოიშალა ამ მუტრუკმა სანამ ყვითელი არ აყლაპა. აბა ეხლა დაცვის ცენტრში ვის აყენებს კიკე ალავესთან? თუ დაიკიდეს საბოლოოდ, ტიტული სანსი აღარ არის და ლეოს არ უნდა პირადი სტატისტიკა? გუშინ რეალი როგორ ცდილობდა ბენზემასთვის დახმარებას რო ლეოს დასწეოდა და ლამის დაეწია, რამოსმაც კი უარი თქვა პენალტზე და ბენზემას დაუთმო. თუმცა თავიდან კი სცადეს რაღაც ბარსელონასმაგვარი ტრიუკი, მაგრამ რათ გინდა. რამოსს დარტყმული არ ქონდა ბენზემა რო უკვე შესული იყო საჯარიმოში. მაგრამ რა მიკვირს, შტეგენმა რო პენალტის მოგერიებაში ნაბიჯი დარტყმამდე გადადგა, მსაჯმა ხო აჩვენა ყვითელი. რა ბენზემას რით არ ეკუთვნოდა მანდვე ყვითელი? იგივე დარღვევა არ არის, თუ ჩვენ გვეჩვენება ყველაფერი ცუდი მსაჯებზე.
შენი ვერაფერი გავიგე ხელწერაში გიწერია ფერმიდან მოვდივარ და წეღან სეტიენს ნუაგინებთ სირცხვილია მე მას ვენდობიო იქნებ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ასე ჯობია მგონი
მადრიდელი შიკრიკია.
შენი ვერაფერი გავიგე ხელწერაში გიწერია ფერმიდან მოვდივარ და წეღან სეტიენს ნუაგინებთ სირცხვილია მე მას ვენდობიო იქნებ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ასე ჯობია მგონი
ტოპ 9 საუკეთესო ციტატის კრებულია
ძირეული ცვლილებებია საჭირო მომავალი სეზონისთვის თორე დავიღუპებით
არააა,რომას მერე უნდა მოესროლათ სანაგვეზე,როცა ძაან მაგარ ფორმაში მყოფი მესი გყავს, რომას დონის გუნდი არ უნდა გაგდებდეს,თან 3 ბურთიანი უპირატესობის ფონზე.
პირველ რიგში ბართომეუა გასაგდები, წელსაც ასე, რომ დასრულდებოდა, კი ვიცოდით. და ასე იქნება მუდამ და უარესიც მოხდება სანამ ბართომეუა სათავეში. პირველი რიგში ცვლილებაა საჭირო, სასწრაფოდ ბართომეუს იმპიჩმენტი.
SOS!!! არა ბართომეუს!!!
არა ბართომეუს!!![b][/b]
ბართომეუ, თავის შანტრაბით – ბარსას განადგურებისთვის პასუხისგებაშია მისაცემი!!!
SOS!!! არა ბართომეუს!!!
არა ბართომეუს!!! [b][/b]
გეთანხმები
ყველამ ერთად #bartomeuout
პირველ რიგში ბართომეუა გასაგდები, წელსაც ასე, რომ დასრულდებოდა, კი ვიცოდით. და ასე იქნება მუდამ და უარესიც მოხდება სანამ ბართომეუა სათავეში. პირველი რიგში ცვლილებაა საჭირო, სასწრაფოდ ბართომეუს იმპიჩმენტი.
SOS!!! არა ბართომეუს!!!
არა ბართომეუს!!! [b][/b]
ბართომეუ, თავის შანტრაბით – ბარსას განადგურებისთვის პასუხისგებაშია მისაცემი!!!
შენი ვერაფერი გავიგე ხელწერაში გიწერია ფერმიდან მოვდივარ და წეღან სეტიენს ნუაგინებთ სირცხვილია მე მას ვენდობიო იქნებ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ასე ჯობია მგონი
ლივერპულის მერე უნდა გაეგდოთ და თანაც წიხლებით.
რავი ეგ რო ვთქვი გამაზეს და თავიდან არტყმევინებენ მეთქი ღრეჯვა დაიწყო ბევრმა და ეგ წესები რო შეესწავლათ კაი იქნებოდა ისეკი რო უნდოდენ მიებაძათ თან ვისთვის მაგ ტრიკოტაჟებს
Es Tu martla setienma tkva unda aigoda moisrolo dzeoxebis permashi👌👌👌👌 samarcxvino gancxadebaa
პუჩმა არ გაგიგოს ეგ სეტიენს ენდობა
ძმებო, კლუბს მოგების ტრა*ი არ აქვს და მსაჯების თემა მოვხოდოთ
ის, რაც „რეალმა“ გააკეთა ჩემთვის, სრულიად „ბარსასთვის“ და ალბათ ყველასთვის საკვირველი იყო. დაბრუნების შემდეგ ზედიზედ 10 მატჩის მოგება განსაკუთრებულ სტაბილურობას ნიშნავს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ შანსი მოგვეცემოდა, თუმცა ასე მოხდა.
Es Tu martla setienma tkva unda aigoda moisrolo dzeoxebis permashi👌👌👌👌 samarcxvino gancxadebaa
კი აღარ აქვს აზრი, მარა გუშინ რეალის თამაშზე რამოსმა რო პენალტი გაუთამაშა ბენზემას და არ ჩათვალეს იმიტომ, რომ ბემზემა დარტყმამდე შევარდა საჯარიმოში და გაამეორებინეს. წესებში პირდაპირ წერია, რომ თუ გოლი გავა ასეთ დროს, გოლი უქმდება და ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა. და რეალს რატო გაამეორებინეს პენალტი? :დდდ 11 კაცი მაგას უხსნიდა მსაჯს :დდ მარა მამენტ წინა თამაშზე არც კი გაუჩერებიათ ზუსტად იმავე სიტუაციაში თამაში და ჩაუთვალეს პენალტი, ანუ ნელნელა მიდიოდნენ უკვე რეალურ წესებამდე, დრო არ ეყოთ უბრალოდ, 1 თამაშიღა დარჩა :დდდ ო
1 000 000 %
მოდით დავიწყოთ იმით რომ მსაჯებს უნდა მოვეშვათ👌👌 ენრიკეს დროსაც იყო მსგავსი რამ როცა მსაჯები რეალისკენ იხრებოდნენ მარა ენრიკეს გუნდმა ყველა წამოიხია სადაც დაიჭირა👌👌👌 გუნდს როცა გაქვს უპირატესობა და ანიავებ ეს მხოლოდ მწვრთნელის უცოდინრობის ბრალია რაც თამაშის ხარისხზეც აისახება ამას +ტრანსფერები რომლებიც არმართლებს 👌👌👌 #bartomeuout
მე მაინც მგონია რო ვალვერდე ლივერპულის მერე უნდა გაეგდოთ და ზაფხულში მოეყვანათ წესიერი მწვრთნელი და თუ დატოვეს შუა სეზონში არ უნდა გაეგდოთ და მეძროხის იმედზე არ დავეტოვებიეთ რო დარჩენილიყო ლა ლიგას მოიგებდა თან ლიგა წელს 1 თამაშიანია და თვით ვალვერდესაც ვერ დაუქამბექებენ