workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუს ფერნანდესი პრესეზონს “ბარსელონაში” ჩაატარებს

მატეუს ფერნანდესი პრესეზონს “ბარსელონაში” ჩაატარებს

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველი მატეუს ფერნანდესი წინასასეზონო მზადებას “ბარსელონაში” გაივლის.

“ბლაუგრანამ” ფერნანდესი იანვარში “პალმეირასიდან” დაიმატა. კატალონიელებმა ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს და ის შეძენისთანავე “ვალიადოლიდში” გაანათხოვრეს.

წყაროს ცნობით, 22 წლის მოთამაშე კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ შეუერთდება და ის პრესეზონს გუნდთან ერთად ჩაატარებს.

მატეუს ფერნანდესის ამჟამინდელი კლუბი “ვალიადოლიდი” დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ივლ 2020, 18:03
    #3

    მშვენიერი მოთამაშეა საყრდენია ესეც ჯობია დააბრუნონ მარა დე იონგი და ბუსი გვყავს ამის პოზიციაზე და რამდენად ექნება სათამაშო დრო არ ვიცი რაკიტიჩი და ვიდალი რო გასაყიდები არიან ფაქტია მითუმეტეს რო პიანიჩი დავიმატეთ და რობერტოც ნახევარ დაცვაში ამოწიეს პლიუს პედრიც მოყავთ პიანიჩი ბუსკეცი დე იონგი რობერტო პუჩი პედრი ფერნანდესი მშვენიერი ნახევარ დაცვაა

  • Don_Andresito
    schedule 11 ივლ 2020, 17:26
    #2

    ციტატა: Griezzy7
    ვუყურე ამის ვიდეოებს და აარარის ცუდი


    მე ატლეტიკოსთან ვუყურე წელს და კკარგი იყო, გოლის კარგი შანსიც ქონდა მარა მერე ტრავმა მიიღო თუ სქელი რონალდოს ბრძანებით აღარ ათამაშებენ არ ვიცი. ფაქტია გაქრა. აი ეგაა ბარსა, რეალმა ხე რო გაანათხოვროს ძირითადიდან არ ამოაგდებენ და ბარსას მოთამაშეს არავინ აკარებს ძირითადს.

  • Pique_3
    schedule 11 ივლ 2020, 17:16
    #1

    22წლისაა უკვე და რაღა დროს განათხოვრებააა🤔მისცენ შანსი და თუ ვერ გამოიჩინა თავი გაასხმევინონ🤨თუ ვინმე ოდენავ კაი გამოჩნდება ბრაზილიაში მოყავთ ყველა და მერე სად წაიყვანონ აღარ იციან