workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალიადოლიდი-ბარსელონა: კიკე სეტიენი მატჩის წინ

ვალიადოლიდი-ბარსელონა: კიკე სეტიენი მატჩის წინ

ხვალ, “ბარსელონა” ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრას სტუმრად, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ, გამართავს.

შეხვედრამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, ტრადიციულად, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა

“მარტივ მეტოქეს არც მოველოდი, მთავარია, “ნაპოლისთან” მატჩზე ვფოკუსირდეთ. სახლში ვითამაშებთ, რაც, ვფიქრობ, სამართლიანია. “ნაპოლისთან” მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ჩვენ სამუშაო “ვალიადოლიდთან” შეხვედრით იწყება, ჯერ, ლა ლიგის მოგებას უნდა შევეცადოთ”.

გართულდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება წილისყრის შემდეგ

“აბსოლუტურად არა. ჯერ, ლა ლიგის ბოლო 3 ტურსა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ”.

არტურის არყოფნა

“ის ჩვეული მონდომებით ვარჯიშობს. იგი შემდეგ კვირიდან შემოგვიერთდება”.

დე იონგის არყოფნა

“ის, თითქმის, მზადაა, თუმცა ვამჯობინეთ, არ გაგვერისკა”.

20-დღიანი უქმობა ჩემპიონთა ლიგამდე 

“ვერ იტყვი, ავნებს თუ არა ეს გუნდს. შესაძლოა, ერთკვირიანი პერიოდი უმჯობესი ყოფილიყო და “ნაპოლის” ამ კუთხით უპირატესობა ჰქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ინტენსივობის შემდეგ მცირე დასვენებამ, არაა გამორიცხული, სარგებელი მოგვიტანოს, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით”.

ამხანაგური მატჩი “ნაპოლიმდე”

“შესაძლებელია ასეც მოვიქცეთ. პირველი დღეები დავისვენებთ და შემდეგ გადავწყვეტთ, ერთმანეთში ვითამაშოთ თუ შევარჩიოთ გუნდი, რომელიც ჩვენს საჭიროებებს შეესაბამება”.

სერჟი რობერტო

“ის უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა პოზიციაზე თანაბრად კარგად ასპარეზობა შეუძლია. მწვრთნელისთვის, ასეთი ფეხბურთელის ყოლა ნამდვილი შვებაა. მე ის ყველგან მომწონს”.

უმტიტის ტრავმა

“ახლა ის მისი პრობლემის ყველაზე მწვავე პერიოდს გადის. ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდება, ეს არც მე და არც ექიმებმა არ იციან”.

გრიზმანი ახალ სისტემაში

“შესაძლოა, ამ პოზიციას უფრო მოერგო, მაგრამ ვთვლი, რომ ის დიდებული ფეხბურთელია და ყველგან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. მე მისი ასპარეზობით ისედაც კმაყოფილი ვიყავი, როგორც ჩანს, “ვილიარელთან” მატჩმა თქვენ, უბრალოდ, გამოგაფხიზლათ”.

რა აკლია გუნდს

“ინსპირაცია და ეფექტურობა შეტევაში, რომელიც “ვილიარეალთან” გვქონდა. არაერთი შეხვედრა იყო, რომელიც კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლოსკენ პრობლემები შეგვექმნა, რადგან შეტევაში იღბალმა გვიმტყუნა”.

გუნდის ფიზიკური კონდიცია

“გუნდი კარგადაა. არსებული დაკვირვებით, გუნდი გადაღლილი არ არის, თუმცა “ესპანიოლთან” მეორე ტაიმში შეიძლება გეფიქრა, რომ, ამ მხრივ, პრობლემა გვქონდა”.

“ვალიადოლიდთან” მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • alen halilovic
    schedule 10 ივლ 2020, 21:45
    #4

    ციტატა: Griezzy7
    ნაპოლისთან
    ტერ შტეგენი
    სემედო პიკეე ლენგლე ალბა
    დე იონგი
    რობერტო რაკიტიჩი
    მესი გრიზმანი
    სუარეზი

    რაკიტიჩი – პუჩი
    რობერტო – არტური
    სუარეზი – ბრეიტვეიტი
    გრიზმანი – ფატი

    ამ შემადგენლობით თუ მოვიგეთ ძაან გაგვიმართლებს ან მანამდე მაგრა უნდა შეთამაშდნენ როგორმე. მგონი ბუსკეტსი, პუჩი და ფატი აუცილებლად დაგვჭირდებიან

  • me da barca
    schedule 10 ივლ 2020, 20:53
    #3

    წადი შენი მენახირე დედაც…

  • katalomia
    schedule 10 ივლ 2020, 17:38
    #2

    Magari mitydeba robertos ro ase sashualod moixsenieben. Ai tundac kike, shvebaao ramxelao da "tanabrad kargad" tamashobso yvelgano. Roberto mxeci aris ai tvinis kolofia tipi.

  • Arthur008
    schedule 10 ივლ 2020, 17:30
    #1

    აუ ბაიერნის ფანებმა გადაიკჯვა უკვე თავზე იმენა ბაზარი არააა ფავორიტები არიან ეხლა ამ შემთხვევაში მაგრამ იმდენს ლაპარაკობენ არ ჩაუდოს ბარსამ ფრთხილად იყვნენ❤️