workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბოს კიდევ ორი მსურველი გამოუჩნდა

ტოდიბოს კიდევ ორი მსურველი გამოუჩნდა

“ბარსელონას” 20 წლის ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, კიდევ ორი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. Footmercato-ს ცნობით, მის მსურველთა რიგს “მარსელი” და “ბენფიკა” შეუერთდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” მზადაა, ტოდიბო 25 მილიონ ევროდ დათმოს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, იგი ერიკ აბიდალის გეგმებში არ შედის და პირველ გუნდში დაცვის ცენტრს, ჟერარ პიკესთან, კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტისთან ერთად, რონალდ არაუხო გაამაგრებს. 

აქამდე არსებული ცნობებით, ტოდიბოს დამატებას შემდეგი კლუბები განიხილავენ: “უოტფორდი”, “საუთემპტონი”, “ლესტერი”, “ევერტონი”, “კიოლნი”, “ნაპოლი” და “სევილია”. მათ უკვე “მარსელი” და “ბენფიკაც” შეუერთდნენ.

თავად ფეხბურთელს აჩქარება არ სურს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მის გაყიდვაზეა საუბარი და არა – განათხოვრებაზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Iniesta_8
    schedule 08 ივლ 2020, 15:57
    #6

    არცერთი გრანდი რომ არ ინტერესდება ამის ყიდვით ეტყობა რა დონეცაა. ბენფიკა შალკე და მარსელის დონის ფეხბურთელია ზუსტად. რატო გაქვთ ამის იმედი არაფერი გაუკეთებია კარიერაში

  • davidus2020
    schedule 08 ივლ 2020, 15:44
    #5

    არა ეს გასაშვები,როდესაც უმტიტი სულ ტრავმირებულია,ჯობია უმტიტი გავყიდოთ

  • me da barca
    schedule 08 ივლ 2020, 15:40
    #4

    ტოდიბო კი არა უმტიტია მოსაშორებელი.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2020, 14:45
    #3

    არ უნდა დავკარგოთ ეს ბიჭი არა

  • ousmane dembele 11
    schedule 08 ივლ 2020, 14:33
    #2

    არაა ეს გასაშვები

  • ROUCH
    schedule 08 ივლ 2020, 13:57
    #1

    აუ რა დიშლა ტიპია ეს აბიდალი ფრანგები მაინც არ იყოთ შე ჩემისავ, ვერ ხედავ მესიმ ქებით ძირი გააგდებინა ლაუტაროს