workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიანიჩის სატრანსფერო თანხიდან 3 მილიონ ევროს მისი ყოფილი კლუბები მიიღებენ

პიანიჩის სატრანსფერო თანხიდან 3 მილიონ ევროს მისი ყოფილი კლუბები მიიღებენ

მირალემ პიანიჩის სატრანსფერო თანხის, 60 მილიონი ევროს, ნაწილს ბოსნიელის ყოფილ კლუბები მიიღებენ, წერს CIES Football Observatory.

ფიფა-ს მოქმედი წესის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კლუბები, რომლებიც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში (12-დან 23 წლამდე) იღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარულ კონტრიბუციას, სატრანსფერო თანხის 5%-ს, მიიღებენ.

3 მილიონი ევრო, ფიფა-ს წესის შესაბამისად, შემდეგნაირად განაწილდება:

  • “შიფლანჟე 95 (ლუქსემბურგი) – 450 000 ევრო
  • “მეცი” (საფრანგეთი) – 1.05 მილიონი ევრო
  • “ლიონი” (საფრანგეთი) – 900 000 ევრო
  • “რომა” (იტალია) – 600 000 ევრო

იგი “იუვენტუსს” 2016 წელს, 26 წლის ასაკში, შეუერთდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 08 ივლ 2020, 15:04

    ციტატა: romani23
    ის 3 მილიონი არ ჯობდა ბარსას ბიძინასთვის მიეცა?, ხალხს დაურიგებდა როგორც მას ჰჩვევია ხოლმე… ანუ ჩვენ და დავლოცავდით რიხიანად ბიძინასაც და პიანიჩსაც. 😂


    შუამავალი რა საჭიროა, გადაგვაგდებს.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2020, 13:00

    აი ამას ვერ ვამუღამებ ხო გაყიდესთავის დროზე ამ კლუბებმა რა ფულს ითხოვენ კაი რომამ კიდე შეიძლება რაღაც პრეტენზია გამოთქვას იუვემდე მანდ თამაშობდა მარა ის ორი გუნდი ბაბუაჩემის ახალგაზრდობის დროს რო თამაშობდა პიანიჩი რა ფულს ითხოვენ

  • Anssumane
    schedule 08 ივლ 2020, 12:41

    ციტატა: MALUMA
    გუშინ მილანმა რა თამაში შემოუტრიალა იუვენტუსს 2-0-დან 4-2 და აღებული 3 ქულა! ბებერი სენიორა გუშინ ზლატანთან დარჩა თავის პენალდოთი!


    თან 6სივე მეორეში გავიდა

  • romani23
    schedule 08 ივლ 2020, 12:07

    ის 3 მილიონი არ ჯობდა ბარსას ბიძინასთვის მიეცა?, ხალხს დაურიგებდა როგორც მას ჰჩვევია ხოლმე… ანუ ჩვენ და დავლოცავდით რიხიანად ბიძინასაც და პიანიჩსაც. 😂