workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა გვაჩვენა “ვილიარეალთან” შეხვედრამ

რა გვაჩვენა “ვილიარეალთან” შეხვედრამ

გვეღირსა!

არ ვიცი, კიკე სეტიენი კითხულობს თუ არა “ბარსამანიას” სტატიებს და მომხმარებლების კომენტარებს, მაგრამ ფაქტია, რომ გვისმინა! ადგა და აღირსა ანტუან გრიზმანს მისი კუთვნილი ადგილი, გაამწესა მეორე ფორვარდის პოზიციაზე და ამან გაამართლა! თანაც როგორ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ წყლიდან ამოგდებული და ნაწვალები თევზი ისევ წყალში ჩაუშვეს, გრიზმანმაც როგორც იქნა შეწყვიტა უჰაეროდ დარჩენილი კალმახივით ფართხალი და გემრიელად გაცურა!

თურმე შეძლებია – პრობლემა აღმოჩენილი და დაძლეულია. ერთი თამაშის მიხედვით რომ დიდი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება ეს უკვე ვნახეთ, მაგრამ ამ ერთ თამაშში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდა ისეთი, რაც იმედიანად განგვაწყობს. მით უმეტეს, რომ “ვილიარეალთან” გასვლაზე ასე ლაღად თამაში, არასდროს ყოფილა მარტივი.

აღსანიშნავია პირველი გოლის მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანს, “ვილიარეალის” მცველმა, გოლი თვალწინ აახია, მაინც გამოჩნდა რაღაც პოზიტიური. პირველად ამდენი ხნის მერე, ფლანგიდან წამოწყებული შეტევის დროს, გრიზმანი იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, პირველივე წუთებიდან იპოვა მოედანზე თავის ადგილი და ასე პოზიტიურად ჩაამთავრა მთლიანად შეხვედრაც.

იყო მომენტები, როცა მესის უცვლიდა ადგილს, ესეც უმტკივნეულოდ ხდებოდა, ფეხბურთელების გადაადგილებიდან გამომდინარე, როგორც იქნა გაუგეს ერთმანეთს და არც ლეო მესის უთაკილია ათიანის პოზიციაზე თამაში.

შენიშნავდით კიკე სეტიენის გაოგნებულ გამომეტყველებას, მთელი შეხვედრის განმავლობაში, რომ სახიდან არ მოსცილებია, ჩვეულად თავში ხელებშემორტყმული ალბათ ფიქრობდა – ამდენ ხანს  სად ჯანდაბაში ვიყავიო?! სწორი ფიქრია, იმიტომ, რომ ლა ლიგის თასი უკვე ჩავლილი ამბავია, ადრე რომ მოეფიქრებინა, იქნებ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ნახევარდაცვა

სეტიენი რისკზე წავიდა, როცა სამი ნახევარმცველიდან, სამივე ჩამშლელი სტილის ფეხბურთელი გამოიყვანა. ეს, ერთი მხრივ, იმით იყო გამოწვეული, რომ ათიანის პოზიციაზე ლეო მესი იდგა და მთავარი დამაკავშირებელი, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის, სწორედ ის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელი სურპრიზიც დაგვატყდა თავს, ეს ფუნქცია მესისთან ერთად, სერჟი რობერტომ შეითავსა, თანაც ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა დავალება. სწორედ მას ამოჰქონდა ბურთი ყველაზე ხშირად და რაც მთავარია, ამას ძალიან სწრაფად აკეთებდა, გარემარბისთვის დამახასიათებელი სისწრაფით მიჰქონდა ბურთი მეტოქის საჯარიმომდე. ამ კომპონენტში “ბარსას” ბოლო შეხვედრებში ძალიან უჭირდა და როგორც ჩანს, ეს პრობლემაც მოგვარებულია.

ვიდალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უკლასო ფეხბურთელია, რომელსაც “ბარსას” შემადგენლობაში უთამაშია, თუმცა, მას თავის პლუსები აქვს, რომელსაც კარგად იყენებს და გუნდისთვის სარგებელიც მოაქვს. ეს არის აგრესია, რომელიც ამ ფორმაციის “ბარსელონას” ძალიან აკლია, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა ვიდალი მოედანზე არ არის, მასთან ერთად ქრება აგრესია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ამიტომ, რამდენი ბურთიც არ უნდა გაარტყას მეკარეს სახეში, სულ რაღაც ორი მეტრიდან, აუგს მაინც არავინ იტყვის, თუ საკუთარ საქმეს კარგად შეასრულებს.

ბუსკეტსცმაც მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ასაკთან ერთად სტაბილურობა მოაკლდა, მაგრამ თამაშების ნახევარს, მაინც ჩვეულად მაღალ დონეზე ატარებს.

დაცვა

ამ ფორმაციაში, აუცილებელია, რომ ფლანგიდან მცველები, რაც შეიძლება ხშირად ერთვებოდნენ შეტევაში, რადგან “ბარსამ” ფაქტობრივად გარემარბების გარეშე ითამაშა. იყო მცირე მონაკვეთები, როცა თავდამსხმელები ავსებდნენ ფლანგებს, მაგრამ ძირითადად ეს ფლანგის მცველების საქმე გამოდგა.

ალბასთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ შეტევაშია და არც ამჯერად შეურცხვენია თავი, მის გარღვევას პირველი გოლი მოჰყვა, ერთხელ თავადაც შეეძლო გატანა, აი სემედუს ამ ტაქტიკაში გაცილებით მეტი მოეთხოვებოდა და უკვე ნათელია, რატომ ენდობიან უფრო მეტად სერჟი რობერტოს.

ლანგლესა და პიკეს ბევრი საქმე არ ჰქონიათ, ბურთი ძირითადად “ბარსას” ჰქონდა, მაგრამ იმ მცირე მონაკვეთებში, როცა “ვილიარეალი” უტევდა, გამოჩნდა, რომ ფორვარდები სისწრაფეში სჯობდნენ, რაც გასაკვირი არ არის და პიკე უფრო სწრაფი ვერაფრით ვეღარ გახდება, აი უფრო ნელი შეიძლება გახდეს, ამიტომ, როცა “ბარსა” მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდება, ყოველთვის ექნება სანერვიულო, ნელი მცველების გამო.

ცვლილებები

ცვლილებებმა გაამართლეს, როგორც ფეხბურთელების, ისე სათამაშო თვალსაზრისით. საკმარისი დრო მიიღეს ანსუ ფატიმ და რიკი პუჩმა, მიგვაჩვიეს ახალგაზრდებმა კარგ თამაშს, თამამად ვუწოდებთ “ბარსას” მომავალს, უფრო და უფრო მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან და რა გასაკვირია, რომ როცა გუნდს თამაში მისდის, ისინიც კარგად გამოიყურებიან.

ფატიმ კვლავ გაიტანა. ეს ბიჭი მშიერია და იმედი მაქვს, რომ შიმშილის გრძნობას, კიდევ ძალიან დიდხანს არ მოიკლავს, მადა ხომ ჭამაში მოდის?!

თავიდანვე ჩანდა სეტიენის დავალება, მთავარი პრობლემა, მომენტების შექმნასთან ერთად, დაბალი ტემპი იყო, ამიტომ ფეხბურთელებმა მიიღეს დავალება, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გადაეწოდებინათ ერთმანეთისთვის, ამან შედეგი გამოიღო, ტემპმა მოიმატა, მომენტები შეიქმნა და გოლებშიც გარდაისახა.

ფსიქოლოგიური ფაქტორი

პანდემიისგან გამოწვეული შესვენების შემდეგ, ვნახეთ “ბარსას” ორი კარგი შეხვედრა, გუნდმა ორივე დიდი ანგარიშით მოიგო და მიუხედავად ბევრი სხვაობისა ამ თამაშებს შორის, გამოჩნდა ერთი მსგავსებაც – სწრაფი გოლი.

მალიორკაში, სწორედ სწრაფმა გოლმა განაპირობა წარმატება, ისევე როგორც “ვილიარეალთან” დაპირისპირებაში. “ბარსას” გასვლაზე ძალიან უჭირს, ახლა უკვე ვიცით რატომ, მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური მომზადებაა, სწრაფ გოლს თავდაჯერება და თვითრწმენა მოაქვს, მერე ყველაფერი კარგად მიდის.

მაგრამ დავსვათ კითხვა – შეიქმნება თუ არა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” გასვლაზე სწრაფი გოლი ვერ შეაგდო? ალბათ კი.

თავდაჯერება დაეტყო გრიზმანსაც, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება, ასეთი გოლის მერე, სხვანაერად არც შეიძლება, რომ იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • Barca_MNS
    schedule 07 ივლ 2020, 16:01

    ციტატა: Lasho

    ციტატა: Barca_MNS

    ციტატა: Lasho

    ციტატა: Barca_MNS

    ციტატა: Lasho

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია


    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას


    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს 😀

    ხოდა როხედავ რო მასეთი ტეხნარია სხვანაირად უნდა ეთამაშო.. როგორც ვიდალმა გააკეთა.. ერთი ორს ფეხში რო მოარტყავ და ხისტად ეთამაშები უფრო მარტივია ამოკეტვა


    ძაან უაზრო არგუმენტია, ხისტად თამში და მირტყმა-მორტყმა და სიუხეშე არაა მთავარი მახასიათებელი რითიც უნდა შეაფასო ფლანგის მცველი დღევანდელ ფეხბურთში ვინაა შენი აზრით საუკეთესო ფლანგის მცველი დღეს?

    კიმიხი რათქმაუნდა


    და რა არი კიმიხის მთავარი უპირატესობა სხვა (RB) მცველებთან შედარებით? გინდა მითხრა, რომ კიმიხს ხისტი თამაში მირტყმა მორყმა ხდის საუკეთესოს? ნუ იმაზე როარ ვისაუბროთ, რომ კიმიხი გაჭირვების გამო თამაშობდა ფლანგის მცველად ლამის დანაკლისის გამო, და მისი მთავარი პოზიცია საყრდენობა როა, ეგ საკითხი რო დავიკიდოთ. მაგარი ფეხბურთელია ჩემი აზრითაც უბრალოდ შედარების კრიტერიუმებში ვერ გეთანხმები. უბრალოდ ეგაა და ეგ. კიმიხს პასი აქ და მოედნის ხედვა შესანიშნავი ეგაა მისი უპირატესობა ჩემი აზრით და არც მახსენდება ვინმე აეჩეხა : 😁

  • Lasho
    schedule 07 ივლ 2020, 12:26

    ციტატა: Barca_MNS

    ციტატა: Lasho

    ციტატა: Barca_MNS

    ციტატა: Lasho

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია


    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას


    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს 😀

    ხოდა როხედავ რო მასეთი ტეხნარია სხვანაირად უნდა ეთამაშო.. როგორც ვიდალმა გააკეთა.. ერთი ორს ფეხში რო მოარტყავ და ხისტად ეთამაშები უფრო მარტივია ამოკეტვა


    ძაან უაზრო არგუმენტია, ხისტად თამში და მირტყმა-მორტყმა და სიუხეშე არაა მთავარი მახასიათებელი რითიც უნდა შეაფასო ფლანგის მცველი დღევანდელ.ფეხბურთში. ვინაა შენი აზრით საუკეთესო ფლანგის მცველი დღეს?

    კიმიხი რათქმაუნდა