workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

ბართომეუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

ზედიზედ ორ მატჩში ნათამაშები ფრის შემდეგ, “ბარსამ“ “ვილიარეალთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმაც, გააკეთა:

“კიკე სეტიენს სრული მხარდაჭერა აქვს, მას ვენდობით. ის დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს. ჩვენ ლა ლიგის დარჩენილ ნაწილში და ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

“გუნდს ვულოცავ ამ მართლაც შთამბეჭდავ გამარჯვებას, ვხვდებით, რომ აშკარად სწორი მიმართულებით ვვითარდებით. დღეს ეს ნათლად გამოჩნდა.“

“VAR ფეხბურთის დაბრუნების შემდეგ სრულიად სხვაგვარია და შედეგზე უდიდეს გავლენას ახდენს. ეს ყოველივე უსმართლობაა, რადგან უმეტესად ერთი, კონკრეტული გუნდის სასარგებლოდ იყენებენ.“

“მესის კონტრაქტის გახანგრძლივება? დეტალებს ვერ შეგატყობინებთ, თუმცა, მას უამრავჯერ აქვს ნათქვამი, რომ კარიერის დასრულებას აქ აპირებს.“

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 06 ივლ 2020, 03:28

    არა რა არ უნდა მოეგოთ. ერთი თამაში მოიგეს და წაიგრძელა ენა, ჩაფლავებულ თამაშებზე სიტყვა არ დასცდენია ამ დედა მიცენზურებულს.