workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველა ფეხბურთელი გვარდიოლას განკარგულებაშია

ყველა ფეხბურთელი გვარდიოლას განკარგულებაშია

კარლეს პუიოლმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ისევე როგორც გაბირელ მილიტომ. ვარჯიშს დაესწრენ ცნობილი მწვრთნელები. 10 ფეხბურთელმა უეფას დოპინგ კონტროლი გაიარა.

კარლეს პუიოლმა ვარჯიში განცალკევებით დაიწყო, თუმცა სესიის მეორე ნახევარში გუნდს შეუერთდა. გუნდი დღეს ”ciutat esportiva Joan Gamper”-ის პირველ მოედანზე ვარჯიშობდა. ”ბლაუგრანას” ფეხბურთელები ემზადებიან ”მალაგასთან” გასამართი მატჩისთვის და რა თქმა უნდა 28 მაისისთვის.

გაბრიელ მილიტო, რომელიც ტრავმირებული იყო კარლეს პუიოლი მსგავსად მთავარ გუნდს შეუერთდა. სესიაზე იმყოფებოდა ”ბარსა ატლეტიკის” 6 ფეხბურთელები: ტიაგო ალკანტარა, ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო, მინიო და ოიერი.

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა უეფას დოპინგ ტესტი გაიარეს. ტესტი 10 ფეხბურთელს ჩაუტარდა. ესენი არიან: მაქსველი, ტიაგო, სერხიო ბუსკეტსი, პედრო, მილიტო, პინტო, აფელაი, აბიდალი, ბოიანი და ინიესტა. ბოლოს უეფამ ”ბარსელონაში” ასეთი ტესტი 6 მაისს ჩაატარა.

”ბლაუგრანას” ვარჯიშს დაესწრო ლუის სუარესი, პირველი ოქროს ბურთი მფლობელი ”ბარსელონას” შემადგენლობაში. ასევე ვარჯიშს დაესწრნენ კლაუდიო რანიერი და ერნესტო ვალვერდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward