ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოსთან” თამაშში ჩრდილში მოექცა, მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართეს თამაშში, რაც მისთვის მეტად შეურაცხმყოფელი გამოდგა, მით უმეტეს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, იმ კლუბის, სადაც უყვარდათ და დღემდე უყვართ. სწორედ ამიტომ, დიეგო სიმეონემ კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიჩუმე გაცილებით მეტს ამბობს.
გრიზმანმა კლუბი დატოვა, რაღაც უფრო მეტის მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ იმის ნახევარსაც ვერ იღებს ახალ კლუბში, რასაც “ატლეტიკოში” იღებდა. “პატარა პრინცს” სურდა, რომ მესისთან ერთად მჯდარიყო მაგიდასთან, სურდა, რომ მესისთან ერთად ეფრინა მოედანზე, მაგრამ დიდია მეფის ჩრდილი და მძიმეა მისი გვირგვინი.
ტრანსფერიდან ერთი წლით ადრე, გრიზმანს პირადად ლიონელ მესი დაუკავშირდა, რომლემაც “ბარსელონაში” გადასვლა თხოვა, ფრანგმაც პირობა მისცა, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ “ატლეტიკოს” მიმართ სანქციების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და მეფე გადააგდო, თავის მთელი კლუბიანად.
ერთი წლის მერე, მისი ტრანსფერი აღარავის სურდა, არც გადაგდებულ მესის და არც გაბრაზებულ სუარესს, რომელმაც ძველი კონფლიქტისას წამოაძახა – “შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ნიშნავს იყო ურუგვაელი“.
“პატარა პრინცი”, არასასურველ პლანეტაზე აღმოჩნდა და მის გამო არავინ იტირებს, ოჯახის წევრების გარდა.
სტატია მომზადებულია Marca-ს მიხედვით.




ატლეტიკოდან საერთოდ არავინ არ უნდა გადმოიყვანო.
პრესის ჩორტები რა ჩრდილში რის ჩრდილში
სცადე აბა შემტევნახევარმცველად იქნებ რამე გამოვიდეს ფკანგზე რა უნდა ამას ფატი და ის ახალი დანიელი ბრეითვაიტია ხო მგონი და გაუყავი დრო რომ ფატი არ გადაიწვას.გრიზმანი კისევ მესის სამიშაოს ნაწილი დაავალე რომ ცოტა მესიმაც ამოისუნთქოს 33 წლის კაცია პატარა ბიჭი ხო მაღარაა.მწვრთნელი უნდა გუნდს მწვრთნელი მაგრამ ამათ ხელში არავინ ნორმალური არ მოდის.მეძროხეევის მეტი.ამიტომც ყელამდე ნეხვშია გუნდი.
გრიზმანისგან განსხვავებით, კოუტინიო მეგონა, რომ გაამართლებდა, ეჭვიც არ მქონდა, რომ ჩაფლავდებოდა.
აი გრიზმანის ტრანსფერი, რომ შეცდომა იყო, თავიდანვე ჩანდა, დემბელესი არ იყოს..
გრიზმანის მოყვანა შეცდომა იყო თავიდანვე და ფულის გადაყრა.ასეც გამოვიდა ვისაც არ გჯერათ.120 მილიონი იმაში გადაყარა კლუბმა რომ სკამზე დასვას ფეხბყრთელი?კოუტინოს დაუნგრიეს კარიერა ახლა გრიზმანის ჯერია თუ დროზე არ გაასწრო და არ გადავიდა სხვა გუნდში.სად გინახიათ გრიზმანი ვინგერი ან კოიტინიო მანდ რომ ათამშებენ?ხავი კიდევ არ მოვა სანამ ეს პერესის აგენტია გუნდში.თორწმ ნახავთ.