Betfair-თან ინტერვიუში რივალდო “ბარსას” კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას, ლიონელ მესიზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულას, შეეხო.
“ბარსელონა” მუდმივად მესის ჯადოქრობის იმედად ვერ იქნება.”
“მესიმ “ბარსასთან” ერთად 700-გოლიან ნიშნულს მიაღწია, რაც გასაოცარი მიღწევაა და დასტურია იმისა, თუ რამდენად ფანტასტიკური ფეხბურთელია. იგი გულშემატკივარს იმედს არასდროს უცრუებს, თუმცა, გუნდის წარმატებამდე დამოუკიდებლად მიყვანა არ შეუძლია.”
ბრაზილიელმა მესის კიდევ ერთ რეკორდზე გაამახვილა ყურადღება. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლეომ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 37 შეხვედრაში 27 გოლის გატანა და 22 ასისტის გაკეთება მოახერხა.
ლა ლიგის სეზონის განახლებიდან “ბლაუგრანამ” 6 შეხვედრა გამართა. ამ თამაშებში გუნდმა ჯამურად 11 გოლი გაიტანა, საიდანაც 9-ში ლიონელ მესი მონაწილეობდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენადაა “ბარსა” მის კაპიტანზე დამოკიდებული.




პუჩზე ამბობ?
მოძრაობები მართლა კარგი აქვს.უბრალოდ მოედნის ხედვა აქვს დასახვეწი
ისე მესის ძალიან ჰგავს მოძრაობებში ის 28 ნომერი რომ არის პიგუი თუ ვიღაც, სწორად თუ განვითარდა ფატისთან ერთად მაგარ დუეტს დადებს