უკვე ყველასათვის ნათელია, რომ “ბარსელონას” ძირეული ცვლილებები სჭირდება, – წერს Marca.
2019/20 წლების სეზონი, დიდი ალბათობით, “ბარსასთვის”, ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელი სეზონი იქნება და ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ამ კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. “ბარსელონამ” სატრანსფერო პერიოდი დიდი ცვლილებებისთვის უნდა გამოიყენოს.
ყველზე უარესი ის არის, რომ კლუბისგან აღარაფერია დარჩენილი, არც დისციპლინა, არც სათამაშო სტილი და არც შედეგიანი თამაში. ინდივიდუალურად კვლავ ძლიერები არიან, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე, მაგრამ მათი დრო მიდის, არც ერთ მათგანს აღარ შეუძლია მთელი სეზონის ერთ ტემპში ჩატარება.
კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ანსუ ფატი და რიკი პუჩი, მაგრამ ისინი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და საკმარისი გამოცდილება არ აქვთ. მათი ადაპტირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
ხოლო, ფეხბურთელები, რომლებიც, ამ ორ თაობას შორის არიან მოქცეულნი… მათ ვერ გაამართლეს, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩდნენ და რა ბედი ელით, არავინ იცის.
ეჭვგარეშეა, რომ “ბარსას” სრული გარდაქმნა სჭირდება, აუცილებელია ახალი სისხლი და ნახევარ შემადგენლობასთან დამშვიდობება.
“კამპ ნოუზე” სიხარულის დაბრუნება მხოლოდ რადიკალურ ცვლილებებს შეუძლია.




ბარსელონა ერთადერთი რეალური შანსი გაუჩნდა ჩემპიონობისთვის !
:):) 🙂
4 ივლისს პლანეტების სრული აღლუმია (2 კვირა გასტანს) + მთვარის დაბნელება!
ასეთი მოვლენა უიშვიათესია და შემდეგი მხოლოდ 140 წლის შემდეგ მოხდება!
იქნება ამან გადმოატრიალოს სიტუაცია, უეცრად აღზევდეს ბარსა, ჩაფლავდეს რეალი და აზრზე მოვიდნენ მსაჯები! 😀 😀 😀
მარკა რომ 100 % იქნება :((((((
მარკაა თუ მარკერი ამჯერად მართალია და ვერაფერს იტყვი
მარკაა და რატომ იტყვის იმას, რომ კლუბს სათავეში მავნე, პერესის ჩანერგილი სატანა უდგას და პირველ რიგში ის უნდა მოშორდეს კლუბს, მე მაგის ოჯახი მოვიკითხე.