“ბარსელონას” დირექტორი გილერმო ამორი “ატლეტიკოსთან” თამაშში (2-2) ქულების კიდევ ერთხელ დაკარგვის შემდეგ აღიარებს, რომ კატალონიური კლუბის ბედი ესპანეთის ჩემპიონატში ახლა უკვე მადრიდის “რეალზეა” დამოკიდებული.
“რეალზე” დამოკიდებულები ვართ და ეს პრობლემაა.
ჩვენი შეცდომების გამო მადრიდელებთან უპირატესობა დავკარგეთ. შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ”, – ციტირებს გილერმო ამორის სიტყვებს Cadena COPE.
“ბლაუგრანამ”, ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში, 12 შესაძლო ქულიდან 6 მოაგროვა და პირველობა “სამეფო გუნდს” დაუთმო. “თეთრები”, ამჟამად, პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში “ბარსელონაზე” 1 ქულით წინ იმყოფებიან, თუმცა, თუ მადრიდელები “ხეტაფეს” დაამარცხებენ, ისინი კატალონიელებთან უპირატესობას 4 ქულამდე გაზრდიან.
იმედია დღეს ხეტაფე რამეს იზავს და ფრეს მაინც გაუგორებს
ეს პრობლემა მაშინ იქნებოდა ბარსას რო ყველა მატჩის მოგების თავი ქონდეს, მარა რა ფეხბურთსაც ბარსა თამაშობს ეს პრობლემაზე მეტია
ბართო ხმას, რომ არ იღებს თავი ხომ არ მოიკლა და ხომ არ გვიმალავენ, ეხლავე ფეირვერკებს ვისვრი.
ამას თავისთი მიხვდა თუ უთრხრეს?))
მოკეტე რააა