ოფიციალურად: “ბარსა ბ-ს” რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს

ოფიციალურად: “ბარსა ბ-ს” რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს

დღეს, 30 ივნისს, “ბარსელონა ბ-ს” რამდენიმე იმედისმომცემ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდს ჩუმი, კიკე სავერიო, სერჟი პუჩი და გილემ ხაიმე ტოვებენ.

21 წლის ცენტრალური მცველი ჩუმი “ბარსას” აკადემიაში 2014 წლიდან ირიცხებოდა. “ბარსა ბ-ში” მან ბოლო 2 სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება კიკე სავერიოს, 21 წლის შემტევი კატალონიელთა მეორე გუნდს 2 გატარებული სეზონის შემდეგ ტოვებს.

21 წლის მეკარემ, სერჟი პუჩმა, კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მხოლოდ 1 წელი გაატარა, იმავე ასაკის უნივერსალი მცველი გილემ ხაიმე კი “ბარსა ბ-ში” 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა.

საინტერესოა, რომ ყველა მათგანის ასაკი 21 წელია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Lasho
    01 ივლ 2020, 00:27

    სავერიო მომწონს არადა

  • MARADONA1968
    30 ივნ 2020, 23:52

    ბართო გსაგდებია!, მან დაღუპა და გაათახსირა კლუბი! სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭიროო! არაფერი არ გვეშველება!

  • Albicelecte
    30 ივნ 2020, 22:36

    ლაუტაროს შეძენა 111 მილიონად 7 დღეში შეუძლია?
    111 მილიონი რომ მისცე ინტერს, შეფუთავს და თვალებსაც აუხვევს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ გააგნოს და ისე გაყიდის
    111 მილიონს ლაუტაროში გადაიხდის რამდენი? 0 გუნდი
    ერთი კვირის მერე 60 ლიმონი+ვიდალი შეთავაზება და არგენტინელი წამოცუნცულებულია

  • Barca_MNS
    30 ივნ 2020, 22:23

    ციტატა: frenkie dejong21
    ბაიერნმა სანე იყიდა 50 მილიონად ბართოუმე დაჯდეს და ბებრები მოიყვანოს და ლაუტაროში კიდე 111მილიონი გადაყაროს


    თან ეგენი 50-ს არ გადაუხდიან ერთიანად; რაღაც ბონუსები ექნებათ გათვლილი.

  • Andres_Iniesta
    30 ივნ 2020, 21:55

    ⏳ დროის ათვლა იწყება, ლაუტაროს შესაძენად ბარსას 7 დღე აქვს.

    ❗️კლუბს არგენტინელის 111 მილიონად შეძენა მხოლოდ 7 ივლისამდე შეუძლია, შემდგომ სადავები ინტერის ხელში გადავა.

    ⏱ ბარსა აპირებს 90 მილიონის + ფირპოს შეთავაზებას, რაც ამ მცირე პერიოდში რთული მოსაგვარებელია.

    @filippomricci
    @ValerioClari