არეული ხუთი წლის შემდეგ, არდა თურანი “ბარსელონას” საბოლოოდ ტოვებს

არეული ხუთი წლის შემდეგ, არდა თურანი “ბარსელონას” საბოლოოდ ტოვებს

33 წლის თურქ ნახევარმცველს, არდა თურანს, “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა. კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ბოლო სეზონის შემდეგ, თურანი მშობლიურ თურქეთში, “ბაშაქშეჰირის” ღირსებას იცავდა. 

ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალია, დადის ჭორები, რომ ის, შესაძლოა, თავის პირველ კლუბში – “გალათასარაიში” დაბრუნდეს. თურანი “ბარსელონას” 2015 წელს მადრიდის “ატლეტიკოდან” შეუერთდა, კატალონიელებმა მის ტრანსფერში 34 მილიონი ევრო გადაიხადეს. 

ზემოთხსენებულ პერიოდში “ბარსელონას” ახალი მოთამაშეების დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ, თურქ ნახევარმცველს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. 

2018 წლის იანვარში, არდა თურქეთში დაბრუნდა, “ბაშაქშეჰირმა” იგი ორი წლით დაიმატა, თუმცა ყველაფერი არცთუ ისე კარგად აეწყო. იმავე წლის მაისში მოთამაშემ არბიტრის ხელისკვრის გამო 16 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მოგვიანებით კი მორიგ კრიმინალურ სკანდალშიც გაეხვა. 

არდა თურანის მონაგარი “ბარსელონაში” ასეთია – ლა ლიგა (2015/2016), ესპანეთის თასი 2x (2015/2016, 2016/2017) და ესპანეთის სუპერ თასი (2016), ნახევარმცველმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 55-ჯერ მოირგო და მეტოქის კარში 15 გოლი გაიტანა. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    30 ივნ 2020, 23:48

    დაწერა ისტორია და წავიდა😂😂😂😂

  • Bobi
    30 ივნ 2020, 23:20

    ამ ხნის კაცი როგორ გაუშვეს? გაკვირვებული ვარ 😂😂

  • Albicelecte
    30 ივნ 2020, 22:38

    ისე, ცუდ ფეხზე მოვიდა ბარსაში
    იქნება წასვლისას დატოვოს კარგი ფეხი

  • Iniesta. And messi
    30 ივნ 2020, 21:01

    კიდევ ერთი ვარსკვლავი რომელიც ბარსაში ჩაისვარა

  • Andres_Iniesta
    30 ივნ 2020, 20:15

    უმტიტი- ნუ დაილეწა და არ გაგვიმარტლა უბრალოდ
    ლენგლეზე, დე იონგზე ჯერ ადრეა თქმა გაამარტლა თუ არა მარა. ნუ ლენგლეში პატარა თანხა მაინცაა გადახრილი და რო რამე ჯანადბას

    დეიონგმა თუ არ მოუმატა- პიზდეცია
    ვერმაელენი გახსოვთ ალბათ-
    ნუ შტეგენმა/ბრავომ გაამარტლა
    ანდრე გომესიც გახსოვთ
    ალკასერიც
    სილესენმა გაამართა

    ნუ პაულინო ან მოსვლა რა იყო ან წასვლა რა იყო

    სემედუ – ჩავთვალოთ რო გაამართლა
    მალკომი-პიზდეცი
    ბოატენგი–XXXXXXXXXXXXXXX
    ტოდიბო- მიაყიდეს
    ბრაითვაითი არ ვიცით

    აუნ სუა,ნეი,და მეკარეებმა გაამართლა მარტო

    ბოლო 6 წლის ტრანსფერებით.
    სემედუ, დეიონგი, ლენგლე—– ჯერ მაინც ლოდინის რე/ჯიმში ვართ

  • Andres_Iniesta
    30 ივნ 2020, 19:40

    ისე რაკაი იყო ატლეში რა დაემართა ჩვენთან

    ავიღომ ბოლო 6 წლის ტრანსფერები

    სუა,ნეიმარის გარდა რომელიმემ გაამართლა არა?!

    არტური იყო მეტ ნაკლებად მარა გაუშვეს
    კოუტინიო,დემბელე,გრიზმანზე კომენტარს არ გავაკეთებ
    ერთი ვიდალი ისიც ჟილკა როა მაგიტომ გაამარტლა თორე, მაგასაც რეგრესი აქვს.
    ესეც უკონკურენტოდ
    ფირპოში რატო გადაიხადეს მაგხელა თანხა ვერ გავიგე
    იმედია ის ტრინკაუ გაამართლებს თორე არ ვიცირა

  • Clever liar
    30 ივნ 2020, 19:12

    ამათ ისეთი სატრანსფერი გეზი აქვთ, იმედი მქონდა დააბრუნებდნენ, ეუჰ 🙁