როგორც იცით, მირალემ პიანიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსელონამ” მომავალი სეზონისათვის შემადგენლობის გასაძლიერებლად შეიძინა.
ახლა კი გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც ბოსნიელ ფეხბურთელზე უნდა იცოდეთ:
1) დაიბადა 1990 წლის 2 აპრილს – 1989/90 წლების კოპა დელ რეის ფინალამდე 3 დღით ადრე, სადაც “ბარსამ” “რეალი” ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.
2) პიანიჩმა ფეხბურთის თამაში მამის წყალობით დაიწყო, რომელიც ზვორნიკის “დრინას” რიგებში გამოდიოდა.
3) ნახევარმცველი ლუქსემბურგის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, მაგრამ შემდეგ კარიერა ბოსნიის პირველ გუნდში განაგრძო, სადაც ჩატარებული თამაშებით მესამე საუკეთესოა (92 მატჩი). ასევე, ის მე-6 ფეხბურთელია, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (15).
4) პიანიჩის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “ბარსას” წინააღმდეგ შედგა. ეს 2009 წლის 24 თებრვლას მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ “ლიონის” რიგებში ასპარეზობდა.
5) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მირალემს “ბარსელონას” წინააღმდეგ 7 მატჩი აქვს ჩატარებული. 1 “ლიონის” მაისურით, 2 “რომას” მაისურით, და 4 “იუვენტუსის” მაისურით. მის ანგარიშზე 1 მოგება, 3 ფრე და 3 წაგებაა.
6) კლუბის ისტორიაში მეჰო კოდროს (1995/96) შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ბოსნიაში დაიბადა.
7) კარიერის განმავლობაში რამდენიმე “ბარსელონელთან” უთამაშია: “ლიონში” ყოფნისას ახალგაზრდა უმტიტისთან (2011), “რომაში” – ბოიანთან (2011/12) “იუვენტუსში” – დანი ალვესთან და ნეტუსთან (2016/17).
8) პიანიჩმა კარიერა “მეცში” 33-ნომრიანი მაისურით დაიწყო, “ლიონში” გატარებულ პირველ სეზონში 18 ნომერი აირჩია, შემდეგ კი დარჩენილი პერიოდი 8-იანში გაატარა. “რომაში” მას 15-იანი ერგო, “იუვენტუსში” კი 4 სეზონი 5 ნომრიან მაისურში გაატარა.
9) 2013 წლის აგვისტოში მისი პირველი და ერთადერთი ვაჟი, ედინი დაიბადა.
10) ის “ბარსელონას” კაპიტანთან, ლიონელ მესისთან ერთად Pro Evolution soccer 2020-ის გარეკანზეა.
და აქედან 2 ბარსაში იქნება
მართალია ორივე მოფახფახებული ბებრები მაგრამ სტანდარტულებიდან საკმაოდ სახიფათოები ვიქნებით.
VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
მესის მოფახფახებულის რა ეტყობა 😀
ასაკი ვიგულისხმე
და აქედან 2 ბარსაში იქნება
მართალია ორივე მოფახფახებული ბებრები მაგრამ სტანდარტულებიდან საკმაოდ სახიფათოები ვიქნებით.
VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
მესის მოფახფახებულის რა ეტყობა 😀
1990 წერია სტატიაში
1990 წელს არის დაბადებული
ისე წარმოიდგინეთ ახლანდელ ფეხბურთში 3 სუაკეთესოს შემსრულებელი ჯარიმების
და აქედან 2 ბარსაში იქნება
მართალია ორივე მოფახფახებული ბებრები მაგრამ სტანდარტულებიდან საკმაოდ სახიფათოები ვიქნებით.
VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
30წლის როგორა თუ 1992წელს დაიბადა? გამოდის 28