workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუსტავო პოიეტი: მარტინ ბრეითუეიტი “ბარსელონაში” დარჩენას იმსახურებს

გუსტავო პოიეტი: მარტინ ბრეითუეიტი “ბარსელონაში” დარჩენას იმსახურებს

ფრანგული “ბორდოს” ყოფილმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა, “ბარსელონას” შემტევი მარტინ ბრეითუეიტი შეაქო და განაცხადა, რომ დანიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში დარჩენას იმსახურებს.

“ვფიქრობ, ბრეითუეიტის მენტალიტეტი ახლა, ამ თამაშებში, იმას ადასტურებს, რომ ის მინიმუმ მომდევნო 10 წელი დარჩენას იმსახურებს.

ჩემი აზრით, მესისთან შეთამაშება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც შეტევაში რაღაც ხდება, ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ლეომ რაღაც გააკეთა.

ბრეითუეიტს დრო მიეცით. მარტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ – ფეხბურთელებს, უპირველეს ყოვლისა კი, მესის შეეწყოს”, – ციტირებს გუსტავო პოიეტის სიტყვებს Cadena Ser.

ბრეითუეიტმა “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი რამდენიმე დღის წინ “მალიორკასთან” გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • gio 001
    schedule 16 ივნ 2020, 23:39
    #5

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: gio 001

    ციტატა: Iniesta_8
    მარტინი აუცილებლად უნდა დარჩეს ბარსაში, თუმცა ერთი გოლის გამო 10 წლიანი კონტრაქტი კი არ უნდა გავუფორმოთ. ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო და გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდება რამდენად გამოსადეგია კლუბისთვის, თორე მალიორკას ამის გარეშეც მოუგებენ. რახან იაფად იყიდეს არ ნიშნავს იმას რომ წაგებაზე პასუხი არ მითხოვო, ყველა ვალდებულია მაღალ დონეზე ითამაშოს


    ხო მართალი ხარ მაგრამ რაც ითამაშა ცუდად არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია


    ერთი იქ რეალთან გაეტანა სადებიუტო გოლი რა გასწორებდა რაა😃😃 მერე ვეღარ მოიგებდა ის სირბანჯო რეალი ესე 2:0


    კარგი სპრინტითაც შევარდა საჯარიმოში:D არც მეგონა ეგეთი სწრაფი თუ იქნებოდა

  • philipe coutinho
    schedule 16 ივნ 2020, 22:34
    #4

    წელს რომ ოქროს ბურთს დადებს მერე იასნად არავინ გაუშვებს რა წასვლა რის წასვლა მიდი მარტინ

    მიეცით ამ კაცს ოქროს ბურთი!!!

  • gio 001
    schedule 16 ივნ 2020, 22:29
    #3

    ციტატა: Iniesta_8
    მარტინი აუცილებლად უნდა დარჩეს ბარსაში, თუმცა ერთი გოლის გამო 10 წლიანი კონტრაქტი კი არ უნდა გავუფორმოთ. ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო და გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდება რამდენად გამოსადეგია კლუბისთვის, თორე მალიორკას ამის გარეშეც მოუგებენ. რახან იაფად იყიდეს არ ნიშნავს იმას რომ წაგებაზე პასუხი არ მითხოვო, ყველა ვალდებულია მაღალ დონეზე ითამაშოს


    ხო მართალი ხარ მაგრამ რაც ითამაშა ცუდად არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია

  • Iniesta_8
    schedule 16 ივნ 2020, 22:26
    #2

    მარტინი აუცილებლად უნდა დარჩეს ბარსაში, თუმცა ერთი გოლის გამო 10 წლიანი კონტრაქტი კი არ უნდა გავუფორმოთ. ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო და გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდება რამდენად გამოსადეგია კლუბისთვის, თორე მალიორკას ამის გარეშეც მოუგებენ. რახან იაფად იყიდეს არ ნიშნავს იმას რომ წაგებაზე პასუხი არ მითხოვო, ყველა ვალდებულია მაღალ დონეზე ითამაშოს

  • Don_Andresito
    schedule 16 ივნ 2020, 21:06
    #1

    საჭიროა ესეთი კაცი, არაა ახალგაზრდა მარა სკამზე წყნარად ზის, კონკრეტული სათამაშო პოზიცია არ აქვს, აგრესიულია და ყველგან არის, თავმდაბალი არაა რაც ბარსაში სათამაშოდ საჭიროა, ზომიერად არათავმდაბლობა, საკუთარი თავის რწმენა უნდა ქონდეს, კოუტინიო კი არ უნდა იყოს ტირილით რო გაიქცა. თან არაა 120 მილიონი გადახდილი ამაში, რო წნეხში მოექცეს. მრავალმხრივი ფორვარდია და სკამზე მეტი ვინ გვინდა. უეჭველი უნდა დარჩეს, არც ხელფასი ექნება მაღალი და არაფერი. არც ტრავმიანია. საიმედო კაცია.