სამშაბათს, ღამის 12 საათზე, მარტინ ბრეითუეიტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა დაიწყება. ის ყოფილ კლუბს “ლეგანესს” დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, დანიელისთვის ფსიქოლოგიური წნეხის მხრივაც განსხვავებული უნდა იყოს. მან ამის შესახებ კომენტარი გააკეთა:
“ხავიერ აგირე დიდებული მწვრთნელია, მას დიდ პატივს ვცემ. ის კლუბში მოვიდა და ზუსტად იცოდა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა, რითაც ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა შეგვმატა.”
“პროფესიონალიზმის მიუხედავად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ადამიანური მხარეა. ხავიერს ესმის, რომ ფეხბურთელები პირველ რიგში, ადამიანები არიან და მხოლოდ შემდეგ მოთამაშეები.”
ბრეითუეიტმა “მალიორკასთან” საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა და დიდი ალბათობით, “ლეგანესთანაც” სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. 29-ე ტურის შეხვედრა “კამპ ნოუზე” ხვალ გაიმართება, სადაც “ბარსელონა” დაგეგმილი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
ამათ ლოგოზეც ლეგანესი აწერია, ყველა ლეგანესად მოიხსენიებს გუგლის ჩათვლით, ბარსამანიას ცხრილშიც ლეგანესი წერია და აქ რატო წერთ ლეგანიესს? შეგიძლიათ ამიხსნათ?
chempionta liga rogor formatshi da sad damtabvrdeba sastav ??