კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო COPE-სთან ინტერვიუში რამდენიმე თემას მიმოიხილავს.
“ჩავის ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ერთ დღეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მწვრთნელი გახდება. გუნდში ლიონელ მესის ყოლა ესპანელს საქმეს ბევრად გაუადვილებს. ჩავისა და ასევე ვიქტორ ვალდესის თავკაცთა ამპლუაში ხილვა დიდი სიამოვნება იქნებოდა.
“ბარსელონა” ყოველ სეზონში ერთნაირ პერფორმანსს ვერ შემოგვთავაზებს. ისინი ახლა რა დონეზეც არ უნდა იყვნენ, ტიტულებისათვის საბრძოლველად ძალას უნდა ეძებდნენ.
ლუის სუარესი ძალიან მომწონს. ის “ბარსელონას” რიგებში ისტორიას წერს.
ლაუტარო მარტინესი? დიდებული ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე უმაღლესი ხარისხის თამაშს გვთავაზობს”, – აცხადებს კამერუნელი.
შურიანი მართლა იყო.
შურიანი კი იყო მაგრამ ეტოოს გაშვება და იბრაგიმოვიჩის მოყვანა გვარდიოლას ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც კი მოსვლია მის სამწვრთნელო კარიერაში
შურიანი მართლა იყო.
მესის მიმართ შურმა შეიწირა ამის კარიერა. ბოღმა იყო და მოისროლა გვარდიმ სანაგვეზე!
ეგაა რა, რეალმა სწორი სატრანსფერო პოლიტიკით და + იღბალით მოიგო ზედიზედ 3 ლიგა, თორე გუარდიოლას ბარსას ნაღდად შეეძლო 3 და დაჟე 4 ლიგის მიყოლებით მიგება. ძალაინ არ გაუმართლათ 2010 და 2012 საერთოდ სასწაული იყო ჩელსის გასვლა