“ბარსელონას” ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა, უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის შესახებ ისაუბრა.
ფინალის მოგონებები
“ფინალიდან ყველაფერი მახსოვს. არც ისე დიდი დროა გასული. მახსოვს, ძალიან განსაკუთრებული მომენტი იყო, თუმცა, ასევე, რთული როგორც პერსონალურად, აგრეთვე ინდივიდუალურად. ხალხს არ სჯეროდა, რომ “ტრებლს” კიდევ ერთხელ მოვიგებდით და, ჩვენს შესაჩერებლად, მეტოქეებს გულშემატკივრობდნენ. მე ვიცოდი, რომ ხალხი ასე ფიქრობდა. როდესაც მზად ხარ მსგავს დამოკიდებულებას შეხვდე, უარყოფითი შედეგები უფრო იშვიათად დგება. ფინალებში ეს არის “ბარსას” საიდუმლო: ისინი ყოველთვის მზად არიან.
სტადიონზე ატმოსფერო შესანიშნავი იყო, ისევე, როგორც ჩვენი გულშემატკივარი. ფოკუსირებულები ვიყავით. “ბარსაში” ყველაზე მეტად ეს მიყვარს: როდესაც ფინალს მიაღწევ, იცი, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან მოიტოვე და ახლა დროა, სიამოვნება მიიღო. როდესაც სიამოვნებას იღებ, მეტოქის შანსებზე აღარ ფიქრობ”.
“იუვენტუსი”
“ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული გუნდის პირისპირ ვიყავით და ვიცოდით, რომ მოგება ბურთის ფლობით შეგვეძლო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია მეტოქე თუ შენ მას ბურთისთვის არბენინებ და დაღლი. როდესაც დაცვას შეასუსტებენ, შეტევის დრო დგება. ჩვენ მუჰამედ ალი ვიყავით: დავფრინავდით, როგორც პეპელა და ვიჩხვლიტებოდით, როგორც ფუტკარი (ალის ცნობილი გამოთქმა: “Float like a butterfly, sting like a bee”). ვფიქრობ, ფინალი დამსახურებულად მოვიგეთ და კიდევ ერთ “ტრებლს” დიდხანს აღვნიშნავდით”.
სწრაფი გოლი
“მატჩის დასაწყისში რაკიტიჩის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი ტიპის თამაშები უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური. ფიქრი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უპირისპირდები და გოლს პირველივე წუთებში უშვებ, შენს თამაშს ცვლის. თუმცა ფინალში არ მინახავს გუნდს მოგების შანსი არ ჰქონოდეს, ამიტომაც ჩვენ ყურადღებით ვიყავით. როდესაც “იუვენტუსისგან” ან “მანჩესტერ იუნაიტედისგან” “უემბლიზე” გოლს უშვებ, ეს გაიძულებს სიფრთხილე გამოიჩინო, ასეთ სიტუაციაში იმპროვიზაციის დრო არ არის და გეგმას უნდა მიჰყვე”.
რეაქცია გაშვებულ გოლზე
“მიუხედავად იმისა, რომ მორატამ ანგარიში 1-1 გახადა, გუნდურობა არ დაგვიკარგავს. საკუთარ თავს ვუთხარით: “არაუშავს, მიდით, ბიჭებო! ტიტული ჩვენია”. თუ ერთმანეთს არ გაამხნევებთ გასახდელში თავჩაღუნული მოგიწევს გასვლა”.
ბრაზილიელმა “ბარსელონაში” კარიერის 8 წელი გაატარა და 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლა ლიგა და 5 სამეფო თასი მოიგო.
რამდენჯერ მითქვამს მაშინ, ნუთუ არ იღლება ეს არანორმალური. ცხენივით დარბოდა წინ და უკან.
გასულ წელსაც ვიგებდით ტრებლს, მესამედ,რაც ნამდვილად მიუღწეველი იქნებოდა ნებისმიერი სხვა გუნდისთვის,მაგრამ………..
კიდე ერთი შეუცვლელი კაცი. რა გვიქნა ამ გვარდიოლამ, სად ვეძებოთ ახალი პუი ჩავი ინი თუ დანი. ჯერ კიდე რა გველოდება როცა ლეო წავა. იმენა შეუცვლელი ფიგურებით გაავსო გუნდი 😀 არ მაინტერესებს, მოვიდეს აქ და აღზარდოს შემდეგი თაობა.
დანი ძაააან ძააან დონე იყო😇😇😇😇❤❤❤❤