ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კოენტრაუს მიმართ ინტერესს იჩენს

“ბარსელონა” კოენტრაუს მიმართ ინტერესს იჩენს

“ბარსელონა” ინტერესს იჩენს “ბენფიკას” პორტუგალიელ ნახევარმცველის, ფაბიუ კოენტრაუს მიმართ, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.

ხუთშაბათს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელს შეხვდნენ და მომავალი სეზონის გეგმები განიხილეს. წყაროს ინფრომაციით, შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრის დროს კენტრაუს შესყიდვაზეც ყოფილიყო საუბარი.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” გარდა კოენტრაუს შეძენის პრეტენდენტთა სიაში მოიაზრებიან მადრიდის “რეალი”, “ბავარია” და “ჩელსი”. წინასწარი ინფორმაციით, “ბენფიკა” მზადაა კოენტრაუს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

ფაბიო ალექსანდრე და სილვა კოენტრაუ 1988 წლის 11 მარტსაა დაბადებული. 23 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ბენფიკას” ღირსებას იცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში