workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მშობლები თამაშს მიკრძალავდნენ, თუმცა ერთმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა – სამუელ ეტო’ო

მშობლები თამაშს მიკრძალავდნენ, თუმცა ერთმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა – სამუელ ეტო’ო

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო FIFA.com-თან ინტერვიუში გულისამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს, რის გარეშეც მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა (პრაქტიკულად) არ შედგებოდა.

“ფეხბურთით ვსუნთქავდი და ვცხოვრობდი, თუმცა მშობლები ამ ფაქტს ვერ ეგუებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ თამაშია, რომლითაც ზარმაცი ბავშვები ერთობიან.

სკოლაში ცუდი მოსწავლე ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ საკუთარი გატაცება მქონდა. 

ცხადად მახსოვს ერთი დღე, როდესაც მატჩზე სათამაშოდ სახლში დამალვა მომიხდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ მოედნის წინ მამაჩემი თავის მეგობრებთან ერთად თვრებოდა. 

ჩემი მეზობლებისათვის იმ მატჩის გმირი გავხდი, რადგან შთამბეჭდავი შეხვედრა ჩავატარე. სახლში მისულს, მამამ მითხრა: “შენი მატჩი ვნახე. არ მეგონა, თუ ამ სპორტის ბუნებრივი ნიჭი გქონდა. დედაშენს დაველაპარაკები და თამაშს განაგრძობ”.

მაშინ 12-13 წლის ვიყავი. 1 წლის შემდეგ ევროპაში გადავედი და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შევცვალე”, – აცხადებს კამერუნელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Lasha71
    schedule 07 ივნ 2020, 03:52
    #1

    აი ეს რა აბდაუბდა წინადადებაა …
    "ცხადად მახსოვს ერთი დღე, როდესაც მატჩზე სათამაშოდ სახლში დამალვა მომიხდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ მოედნის წინ მამაჩემი თავის მეგობრებთან ერთად თვრებოდა."