ჯანლუკა დი მარციო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე საფეხბურთო ანალიტიკოსია. მისი ინფორმაციით, “ლივერპული” “ბარსას” დემბელეს იჯარის წესით შეძენაზე უკვე დაუკავშირდა.
წითლებს კონტაქტი როგორც კლუბთან, ასევე ფეხბურთელთანაც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, უსმანს “ბლაუგრანას” დატოვების სურვილი არ აქვს და სურს საკუთარი შანსები მომავალში გამოიყენოს.
იურგენ კლოპს ფრანგი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიები დიდი ხანია აქვს. გერმანელ სპეციალისტს მისი შეძენა 2017 წელსაც სურდა. “დორტმუნდში” მწვრთნელობის პერიოდში მას დემბელესთან ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონია, თუმცა მის პროგრესს ხედავდა და აკვირდებოდა.
ჯერჯერობით კატალონიელთა პოზიცია, პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა “ბარსელონა” ზაფხულში შემადგენლობის განახლებასა და გუნდიდან რამდენიმე სახელოვანი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.
უსმანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს გასდის, მისი გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევროა.
400 მილიონი!!!!!! მოვკვდი სიცილით, 40-ათ ვერ ყიდიან, ეს უბედურები და ისიც რა დიდ გულზეა ბარსაში უნდა თურმე ისტორიის დაწერა….რას არ გაიგებ.
არადა ტიპმა რამდენიმე კარგი თამაში ხო ჩაატარა არა? თითზე ჩამოსათვლელი მარა მაინც კარგი თამაში. რა მაგარი იყო პროსტა იმ თამაშებში და სტაბილურად ეგეთი რო გვყავდეს როგორ შეგვიმსუბუქებდა საქმეს, რამხელა ძალა იქნებოდა გადაბერებულ ნელ გუნდში. ლეგანესთან იყო ერთი კარგი თამაში, ტრავმით დაამთავრა მარა მაინც, ესპანიოლთან, ორივე შარშან. წელს ამხანაგურებზე მაგარი აქტიური იყო, სევილიასთანაც იფრინა და მერე კიც გაქრა. პროსტა ამხელა ხელფასად არ ღირს გუნდში გყავდეს 10 თამაშის გამო სეზონში. იქიდანაც ნახევარს აგდებდეს. თორე სრული პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში ბევრს მოგვცემდა. ცოტა სათამაშო ინტელექტიც რო მომატებოდა. მარა მე უკვე ფარ-ხმალი მაქვს დაყრილი ამაზე
400 ბევრია, 150 წაიყვანეთ. მეტი რა დავაკლოთ. 😆
წავიდეს იქნება კლოპმა მოხოდოს ხელფასიც დაიზოგება და იჯარის ფულიც შემოვა. ერთი წელია არაფერია მაინც სულ ლაზარეთში წევს
სნობ ლუზერებს რაკიტიჩსაც კი არ გავატანდი. დემბო მალე ათამაშდება და ყველა ნახავს მის რეალურ ძალას.
მაგან ოღონდ მოიხოდოს და ვისაც ეგ ეწყინება იმის პირში ჩაახტეს კოჭლი წერო
ჩვენ ვსაუბრობთ რეალობაზე რომელიც დღეს არის და დღეს სამწუხაროდ სხვა რეალობაა
ერთი ეს მოიხოდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი
ალილუია
არ წახვიდე არ დამტოვო შენი სუნთქვა
ჩემთვის ყველაფერია
ჩემი გული ჩემი სული ჩემი სიმღერები
მხოლოდ შენია
ნუ დაუშვებ ამ შეცდოომას კიდევ ერთხელ
ან იქნება ან არა
თორე მერე ბევრს ინანებ როცა თმებში
შეგერევა ჭაღარა