workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ფოკუსს მიღმა – 03.06.2020

ფოკუსს მიღმა – 03.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

გუსტავო მაია

“ბარსელონამ” “სან პაულოს” შემტევში 1 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა. 19 წლის ფეხბურთელის აგენტის, დანილო სილვას განცხადებით, “ბლაუგრანა” დარჩენილ 3.5 მილიონსაც გადაიხდის და ტრანსფერი სრულად შედგება. ბრაზილიური კლუბის დირექტორი ალექსანდრე პასარო კატალონიელებს ვადას 30 ივნისამდე აძლევს. [Goal]

ნეიმარი

“პარი სენ-ჟერმენი” 28 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ “ბარსელონასგან” 175 მილიონ ევროს ითხოვს. პარიზელებს ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვა არ სურთ. [Sport]

უსმან დემბელე

უსმან დემბელე “იუვენტუსს” კიდევ უფრო მიუახლოვდა. ტურინელებს მისი წაყვანა იჯარის წესით სურთ. “ბებერი ქალბატონის” ტრანსფერების მენეჯერს ფრანგი ძალიან მოსწონს და მის აგენტთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. [Mundo Deportivo]

სერჟინიო დესტი

“პარი სენ-ჟერმენი” “ბარსელონას” ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნეს, სერჟინიო დესტს რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს. [Mundo Deportivo]

ლაუტარო მარტინესი

“ინტერის” ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი აცხადებს: “ნერაძური” ლაუტაროს შენარჩუნებას ცდილობს. მას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველაფერი მის სურვილსა და “ბარსას” შეთავაზებაზეა დამოკიდებული. მარტნესი იტალიაში ბედნიერია, თუმცა ლეო მესისთან ერთად თამაშის პერსპექტივა ყოველთვის მოტივაციაა”. [Radio Catalunya]

ერნან კრესპო

ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ერნან კრესპო თანამემამულეზე საუბრობს: “მინდა, ლაუტარო “ინტერში” დარჩეს, რადგან ის ძირითადი შემადგენლობის წევრი 1 წლის წინ გახდა და მეტი საფუძველი სჭირდება. მარტინესი სრულყოფილი მოთამაშეა, რომელიც სერიოზული და საქმეზე ფოკუსირებული ბიჭი გახლავთ”. [Goal]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward