workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფოკუსს მიღმა – 02.06.2020

ფოკუსს მიღმა – 02.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ლაუტარო მარტინესი

“ბარსელონასა” და ლაუტარო მარტინესს შორის შეთანხმებული ხელშეკრულება მოქმედების 5-წლიან ვადასა და ხელფასის სახით, ბონუსებთან ერთად, 12 მილიონ ევროს ითვალისწინებს. ტრანსფერისთვის “ინტერთან” საბოლოო შეთანხმების მიღწევაა დარჩენილი. [Sport]

მილანის “ინტერი” ლაუტარო მარტინესის გაშვებას მისი ღირსეული შემცველელის პოვნის გარეშე არ აპირებს. “ნერაძური” ედინსონ კავანისა და ტიმო ვერნერის ვარიანტებს განიხილავს. [Mundo Deportivo]

ტაკეფუსა კუბო

“ლა მასიაში” გატარებული 4 წლის შემდეგ, ტაკეფუსა კუბო გასულ წელს “რეალს” შეუერთდა. ახლა კი ვრცელდება სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ თითოეულ მატჩში საშუალოდ 5,4 დრიბლინგს ახორიელებს. აღნიშნული მაჩვენებელი ლიონელ მესის გარდა ლა ლიგაში არავის აქვს. [Football-ESPN]

რაფინია ალკანტარა

ვიგოს “სელტა” მზადაა, “ბარსელონადან” განათხოვრებული ფეხბურთელი, რაფინია ალკანტარა გამოისყიდოს, თუმცა თავად ბრაზილიელს სერია A-ში ან პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს. ერთ-ერთი მსურველი მილანის “ინტერია”. [Mundo Deportivo]

რიკი პუჩი

იმ შემთხვევაში, თუ რიკი პუჩი მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ვერ დარჩება, იჯარით “სელტაში” გადასვლას ამჯობინებს. [Sport]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Pablos ar abia
    schedule 03 ივნ 2020, 09:03
    #2

    კუბო როდის ასწრებს საინტერესოა

  • nikusha
    schedule 03 ივნ 2020, 00:08
    #1

    რიკი პუჩი გააგდეთ! და რაფინიაში 18 მლნ ნორმალური თანხაა საკმაოდ დარჩეს სელტაში