ფოკუსს მიღმა – 31.05.2020

ფოკუსს მიღმა – 31.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

დიმიტარ ბერბატოვი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, დიმიტარ ბერბატოვი, ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს.
“მანჩესტერს” იგი არ სჭირდება. გუნდში უკვე ბრუნუ ფერნანდეში, პოგბა და მაკტომინეი არიან. მისთვის “ბაიერნისგან” უარყოფა რთული მისაღები იქნება. ისეთი კლუბი უნდა იპოვოს, რომელიც ბრაზილიელს ენდობა. “ბარსელონამ” მას საკმარისი დრო არ მისცა”. [MD]

კაი ჰავერტცი

“ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნის, კაი ჰავერტცის შეძენისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე “რეალი” იმყოფება. მადრიდელთა მთავარი მეტოქე მიუნხენის “ბაიერნია”. [Marca]

მუსა ვაგე

“სევილია” “ბარსელონას” მარჯვენა მცველით, მუსა ვაგეთი დაინტერესდა. კატალონიელები მზად არიან, 21 წლის ფეხბურთელთან განშორების ვარიანტი განიხილონ, რადგან მათ შესყიდვებისთვის ფული სჭირდებათ. [El Desmarque]

კონრად დე ლა ფუენტე

“მონაკოსა” და “ნიცას” “ბარსელონა ბ-ს” 18 წლის თავდამსხმელის, კონრად დე ლა ფუენტეს იჯარით აყვანა სურთ. [Mundo Deportivo]

ხუან მირანდა

“შალკეს” “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ხუან მირანდას კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს. 20 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გასულ ზაფხულში ორწლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა “ბლაუგრანას” მისი დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. კატალონიური კლუბი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. [Sport]

დავიდ ალაბა

“ბაიერნის” ავსტრიელი უნივერსალი, დავიდ ალაბა გერმანული კლუბის დატოვებასა და “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლას გამორიცხავს. [Sport]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი