workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი ბავშვებისათვის საქველმოქმედო საქმეს აგრძელებს

ლიონელ მესი ბავშვებისათვის საქველმოქმედო საქმეს აგრძელებს

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი გლობალური პრობლემის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მარტის ბოლოს ქალაქ ბარსელონაში არსებულ სამედიცინო ცენტრს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა.

საკმაოდ მწვავე მდგომარეობის ფონზე, “ლა პულგა” საკუთარი Instagram-ის ოფიციალური გვერდით გულშემატკივრებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. 

“იცოდით, რომ პატარა ბავშვები კორონავირუსის ფარული მსხვერპლნი არინ? ამ რთულ პერიოდში, ჩემი სამშობლოსა და სრულიად მსოფლიოსათვის, ვუერთდები @unicefargentina-ს, რათა ბავშვებმა ადეკვატური საკვები მიიღონ და არ დაავადდნენ.

რადგანაც, ისინი ყოველთვის მნიშვნელოვნები არიან და რადგანაც თითოეული წუთი რაღაცას ნიშნავს, ახლავე გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა www.unicef.org.ar/dona “, – ვკითხულობთ მესის მესიჯში.

[media=https://www.instagram.com/p/CA0cWwBiQif/?utm_source=ig_embed]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward