“ბარსელონას” ყოფილი სკაუტი და სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა “ინტერის” 22 წლის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის კატალონიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს და არგენტინელ შემტევს აქებს.
“ლაუტარო ძალიან მომწონს. ის ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ბევრი გოლი გააქვს. მარტინესს ყველაფერი აქვს, რაც “ბარსელონას” ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ის “ბლაუგრანას” პროფილის მოთამაშეა. ლაუტარო ახალგაზრდაა და მას პროგრესის დიდი პოტენციალი აქვს.
“ბარსას” რომელი ფეხბურთელებით შეიძლება ინტერესდებოდეს “ინტერი”? კატალონიურ გუნდს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ძალიან მომწონს ნელსონ სემედუ. მაღალი დონის ფეხბურთელია არტურიც, რომლსაც “იუვენტუსი” იწვევს.
ვფიქრობ, ლაუტაროს ტრანსფერი განხორციელებადია, მაგრამ კორონავირუსმა ყველაფერს ზიანი მიაყენა. ამ პანდემიამ არაერთი კლუბი ფინანსურად დააზარალა. ამბობენ, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში კატასტროფული სიტუაცია იქნება”, – ციტირებს არიედო ბრაიდას სიტყვებს Mundo Deportivo.
მოვიდეს რა, მაგარია
გოლები გააქვს, თორემ ყოველ მატჩში ჰეთტრიკებს და დუბლებს ასრულებს. 26 ტურის მერე 11 გოლი გაიტანა.
ყველას რო ეს აკერია პირზე რა პიარი გაუჩითეს ტიპს ბარემ ოთხზეც დაუდექით