ჩემპიონატის მოგების შემდეგ დღეს დილით გუნდმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. გუნდთან ერთად ივარჯიშა ადრიანო კორეიამ. ეს ვარჯიში მიმდინარე სეზონში უბედნიერესი იყო. ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ ითამაშეს სუსტი დატვირთვით ივარჯიშეს. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანოს ექიმებისგან თამაშის უფლება არ მიუღია დღეს ის სრულფასოვნად ვარჯიშობდა. ტრავმირებული მილიტო განცალკევებით ვარჯიშობდა. ასევე ცალკე ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი.
პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით ხვალ ფეხბურთელები არ ივარჯიშებენ. პარასკევს მთლიანი გუნდი ბარსელონას ქუჩებში ავტობუსით გაივლის და იზეიმებს პრიმერაში გამარჯვებას.

