წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
“ბარსელონა ბ”
“ბარსელონა ბ-ს” ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები პარასკევს ჩაუტარდებათ. კატალონიელეთა სარეზერვო გუნდი ვარჯიშს ორშაბათს დაუბრუნდება. [Marca]
ჟან-კლერ ტოდიბო
“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ჟან-კლერ ტოდიბოთი, რომელიც “შალკეში” იჯარით თამაშობს, რამდენიმე კლუბი ინტერესდება. 20 წლის ცენტრალურ მცველს “ლევერკუზენი”, “ევერტონი”, “მილანი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” იწვევენ. [Mundo Deportivo]
იულიან ბრანდტი
“დორტმუნდის” ფეხბურთელის, იულიან ბრანდტის ყოფილი მწვრთნელი, დირკ კიუნერტი აცხადებს: “ვფიქრობ, თუ “იული” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწევს, მას “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლა უპრობლემოდ შეუძლია”. [Goal]
სეზარ დელგადო
მირალემ პიანიჩის ძველი თანაგუნდელი, სეზარ დელგადო, რომელიც ბოსნიელთან ერთად “ლიონში” თამაშობდა, მიიჩნევს, რომ ის “ბარსელონასა” და მესის მარტივად შეეწყობა: “პიანიჩი დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელი არაა, თუმცა, მას შეუძლია პასი წაიკითხოს და ბურთი ჩაჭრას. მისი დამატება “ბარსასთვისა” და მესისთვის ძალიან კარგი იქნება.” [Radio Marca]