ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გახარებული იყო იმით, რომ მისმა გუნდმა მესამედ მოიპოვა ლა ლიგის ჩემპიონობა: “ეს იყო უმნიშვნელოვანესი ტიტული და დავიმსახურეთ, რომ ვიზეომით მისი გამარჯვება. გართობის დროა !”
ეს “ბარსელონასთვის” არის მესამე ლა ლიგის ტიტული, მას შემდეგ, რაც გვარდიოლა ჩაუდგა სათავეში ამ კლუბს: “ახლა ჩვენ უბრალოდ გართობა გვინდა, ვჭამოთ ბევრი, დავლიოთ ბევრი, ვიცეკვოთ, ვიმღეროთ და დავტკბეთ ამ უბედნიერესი წუთებით. აი სწორედ ეს დიდი სიხარული მოაქვს გამარჯვებას. ახლა საკმაო დრო გვაქვს “უემბლის” ფინალისთვის მოსამზადებლად”.
“ჩვენ ეს შევძელით”
გვარდიოლა ძალიან გახარებული იყო ამ გამარჯვებით, რომელსაც გუნდმა თავდაუზოგავი შრომით მიაღწია მიმდინარე წელს: “ამ გამარჯვებას აღვნიშნავთ ჩვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ის ბედნიერი წუთებია, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ. იმედი მაქვს, ხალხს უხაროდა ჩვენი ფეხბურთის ცქერა ამ სეზონში, რაც ყველაზე დიდი ჯილდო იქნება ჩვენთვის. ფაქტია, რომ ჩვენ ჩემპიონები ვართ და ეს დავიმსახურეთ. კიდევ ერთხელ, ამ სეზონში, შესანიშნავად ვიმუშავეთ”.
ქება და დიდება ფეხბურთელებს
გვარდიოლამ გუნდის თამაშის სტილზე განაცხადა: “ასეთი თამაში ბიჭებს შესანიშნავად გამოსდით. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა ამ სეზონში, რაც ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ისინი ბოლომდე მუშაობდნენ საკუთარ თავებთან. ისინი უნიკალურები არიან და კლუბს ძალიან გაუჭირდება მათი შემცვლელების პოვნა. ფეხბურთელები არანორმალურად ძლიერები არიან”.
ყოველ წელს მეტი და მეტი შრომა
გვარდიოლამ მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე განაცხადა: “ფეხბურთელებმა შესანიშნავად იასპარეზეს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ძალიან ძნელია ასეთი ტურინირის შემდეგ სასურველი კონდიციების დაბრუნება, თუმცა მათ ეს მოახერხეს და ძალიან კონკურენტუნარიანები იყვნენ ამ სეზონში. ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, თუმცა ფეხბურთელებს წარმოუდგენლად დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, თანაც მრავლად იყო ავადმყოფობები და ტრავმები. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტს ვშრომობთ, შეცდომებზე ვსწავლობთ”.

