“ხეტაფეს” პრეზიდენტი, ანხელ ტორესი Marca-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავის გადაბირება შეეძლო.
“ლიონელ მესი ძირითადად გუნდში პირველ, თუ მეორე სეზონს ატარებდა, როდესაც თითქმის შევთანხმდით, რომ არგენტინელი იჯარის წესით შემოგვიერთდებოდა”.
პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წელს შესაძლებელი იყო, “ხეტაფე” “ბლაუგრანას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწვრთნელს ჩაებარებინა, თუმცა საბოლოოდ, ვითარება სხვა სცენარით წარიმართა.
“ვგეგმავდით, რომ მიქაელ ლაუდრუპი “ბარსელონას” ჩაიბარებდა, ჩვენ კი მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დავნიშნავდით, რადგან ლაპორტა პეპს ჯერ არ ენდობოდა”, – ციტირებს ტორესის სიტყვებს Sport.




კიდე კაი ეგ სისულელე არ გააკეთეს
კიდევ ერთი მადლობა კრუიფს გვარდის ნდობისთვის.
კიდე კაი არცერთი არ გამოგივიდათ