“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, Gazzetta Dello Sport-თან გაიხსენა, თუ როგორ მოახერხა 2008-09 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ მისი “ინტერში” გადასვლაში დარწმუნება.
“მოურინიომ ძალიან მარტივი გზით დამითანხმა.”
“მან “ინტერის” 9-ნომრიანი მაისურის ფოტო გამომიგზავნა, წარწერით: ეს შენია, შენ გელოდება.”
“შემდეგ, მატერაციმ მომწერა: თუ ჩვენთან გადმოხვალ, ერთად ყველაფრის მოგებას შევძლებთ.”
“ასეთი რამ ჩემს კარიერაში არასდროს მომხდარა და რეალურად სწორედ ამგვარმა ქმედებამ ითამაშა დიდი როლი მიღებულ გადაწყვეტილებაზე.”
სამუელ ეტოომ “ბარსა” 2009 წლის 27 ივლისს, ისტორიული ტრებლის მოგების შემდეგ დატოვა.
“კამპ ნოუზე” ყოფნის პერიოდში, კატალონიელების მაისურით ჩატარებულ 199 შეხვედრაში, მან 130 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Ra magari statistika aqvs barcashi👍🔥
უჟმური ხასიათის რო არ ყოფილიყო ვილას ნაცვლად ეს იქნებოდა 2013 წლამდე.
მაურინიომ კი არ დაარწმუნა პროსტა გვარდის აღარ უნდოდა ეტოო და ამასაც სკამზე ჯდომას ინტერში წასვლა ერჩინა და ჩემი აზრით გვარდის ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ეტოოს გაშება იყო მითუმეტეს ზლატამში არ უნდა გაეცვალათ სრულიად ამოვარდნილი იყო ბარსას სათამაშო ფილოსოფიიდან