workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანს-დიტერ ფლიკი: არ ვიცი, სად ითამაშებს კოუტინიო შემდეგ სეზონში

ჰანს-დიტერ ფლიკი: არ ვიცი, სად ითამაშებს კოუტინიო შემდეგ სეზონში

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს, ჰანს-დიტერ ფლიკს, ფილიპე კოუტინიოს მომავლის შესახებ კითხვა დაუსვეს, თუმცა მან კონკრეტული პასუხის გაცემას თავი აარიდა. მის სიტყვებს Sport ციტირებს.

“არ ვიცი, მომდევნო სეზონს იგი სად გაატარებს. ის კარგი ბიჭი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მასთან მუშაობა მომწონს. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება და სეზონის დასრულებამდე თამაშის ჩატარებას მოასწრებს”, – თქვა 55 წლის სპეციალისტმა, რომელიც გერმანულ კლუბს გასული წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.

აპრილში კოუტინიოს კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა. შესაბამისად, ბრაზილიელი ხვალ, “ბაიერნისა” და “უნიონის” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “რეკორდმაისტერი” მას არ გამოისყიდის და ზაფხულში “ბარსელონას” დაუბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 16 მაი 2020, 23:14
    #3

    იმედია დაიბრუნებს ბარსა და ლივერპულში როგორიც იყო ისეთ კოუს ვიხილავთ კამპ ნოუზეც

  • Albicelecte
    schedule 16 მაი 2020, 14:14
    #2

    ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სეზონი აქვს
    ამ ბაიერნის შემადგენლობაში სადაც ჯერ სეზონი დასრულებული არაა, ჩაატარო 32 მატჩი, 9 გოლი+8 ასსისტი და ეს პერიოდული ტრამვიანობის ფონზე, სულაც არ ნიშნავს ცუდ შედგეს და იმას, რო ძირითადის ფეხბურთელი არაა
    უბრალოს იჯარაა და გამოსასყიდია ძალიან დიდი, თან 28 წლის ხდება და გერმანელების პრაგმატულ, ანგარიშიან ტვინში ზედმეტის გადახდა არ მოსულა
    60-65-ში თუ თანახმა იქნებოდა ბართომეუ, მაშინ სიამოვნებით მოისურვებდნენ დატოვებას და 5 წლიანს გაუფორმებდნენ
    უბრალოდ ბავარიაა და მანდ მაქსიმუმ 85-90 გადაიხადონ და ისიც 20-24 წლებს შორის მყოფ ფეხბურთელში, ბუნდესლიგა სხვა თემაა, არაა ეპლი, სადაც შეიძლება კარგად შეფუთო და 30 ლიმონიანი 80-ში გაუშვა, ან 70 ლიმონიანი 150-ში

  • M10 S9 D11
    schedule 16 მაი 2020, 13:20
    #1

    უნდა დავაბრუნოთ და მივცეთ შანსი