41 წლის წინ, “ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასი პირველად მოიგო

41 წლის წინ, “ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასი პირველად მოიგო

1979 წლის 16 მაისი, ხოაკიმ რიფეს გაწვრთნილი “ბარსელონა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გადის და უხვგოლიან შეხვედრაში გერმანულ “ფორტუნას” ამარცხებს. 

რა ხდებოდა 41 წლის წინ “ბარსელონაში”? 1978 წლის ზაფხულში ლეგენდარული იოჰან კრუიფი გუნდიდან წავიდა და ნიუ იორკის “კოსმოსში” გადავიდა, თუმცა იმდროინდელ “ბლაუგრანაში” სხვა მოთამაშეებიც შესანიშნავად ასპარეზობდნენ, შვეცარიულ ფინალშიც დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვეს.

შეხვედრაში გოლები, ტენტე სანჩესმა (5), ხუან მანუელ ასენსიმ (34), კარლეს რეშაკმა (104) და ჰანს კრანკლმა (111) გაიტანეს.

საბოლოოდ 4-3, ასე მოიპოვა “ბარსელონამ” თავისი პირველი თასების მფლობელთა თასი, პრიზი, რომელიც შემდეგ კიდევ სამჯერ ჩაიტანა კატალონიაში.

16 მაისი, 1979. შვეიცარია, ბაზელი, “სენტ იაკობი”. 58500
ბარსელონა 4-3 (დდ) ფორტუნა
გოლები: 
1-0 ტენტე სანჩესი (5), 1-1 თომას ალოფსი (8), 2-1 ხუან მანუელ ასენსი (34), 2-2 ვოლფგანგ ზეელი (41), 3-2 კარლეს რეშაკი (104), 4-2 ჰანს კრანკლი (111), 4-3 ვოლფგანგ ზეელი (114)
ბარსელონა: პედრო არტოლა, რაფაელ სუვირია, მიგელი, კიკე კოსტასი (ფრანსისკო მარტინესი 68), ხოსე ალბალადეხო (ხესუს დე ლა კრუსი 57), ტენტე სანჩესი, იოჰან ნეესკენსი, ხუან მანუელ ასენსი (კაპ), კარლეს რეშაკი, ჰანს კრანკლი, ფრანსისკო კარასკო
მწვრთნელი: ხოაკიმ რიფე
ფორტუნა: იორგ დანიელი, ჰაინერ ბალტესი, გერდ ზევე (კაპ), გერდ ციმერმანი (ფლემინგ ლუნდი 4), დიტერ ბრაი (იოზეფ ვეიკლი 24), ეგონ კიონენი, ჰუბერტ შმიტცი, რუდი ბომერი, თომას ალოფსი, კლაუს ალოფსი, ვოლფგანგ ზეელი
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ტიპენჰაუერი
მსაჯი: კაროლი პალოტაი (უნგრეთი)

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    16 მაი 2020, 14:41

    ციტატა: nika 54

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ერთ დროს დინამოსაც აქვს მოგებული ეგ თასი 🙁


    სწორედ დიუსელდორფში, ანუ იმ სტადიონზე რომელზეც ფორტუნა თამაშობდა. ნახევარფინალში ეგ ფორტუნა კარლ ცაისმა გააგდო და გადაგვარჩინა ფინალში სტუმრად თამაშს. სტადიონს ტურნირის დაწყებამდე არჩევენ ხოლმე და რო არა კარლ ცაისი სწორედ მაგათთან მოგვიწევდა თამაში მაგათვე სტადიონზე.


    ხოდა სადაც კარლ ცაისმა მოუგო მაგათ და ჩვენ კარლს ცაის ფორტუნა დიუსელდორფსაც მოვუგებდით

  • nika 54
    16 მაი 2020, 13:41

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ერთ დროს დინამოსაც აქვს მოგებული ეგ თასი 🙁


    სწორედ დიუსელდორფში, ანუ იმ სტადიონზე რომელზეც ფორტუნა თამაშობდა. ნახევარფინალში ეგ ფორტუნა კარლ ცაისმა გააგდო და გადაგვარჩინა ფინალში სტუმრად თამაშს. სტადიონს ტურნირის დაწყებამდე არჩევენ ხოლმე და რო არა კარლ ცაისი სწორედ მაგათთან მოგვიწევდა თამაში მაგათვე სტადიონზე.

  • M10 S9 D11
    16 მაი 2020, 13:04

    ეეჰ ერთ დროს დინამოსაც აქვს მოგებული ეგ თასი 🙁